მულტიმედია
თაფლის ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში წელს პირველად თაფლის ფესტივალი ჩატარდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულმა მეწარმეებმა მეორე საჯარო სკოლის წინ გამოფინეს საკუთარი პროდუქტი.

ყიდვის პარალელურად სტუმრებს თაფლის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. როგორც „ლაივპრესს“ მწარმოებლებმა უთხრეს, მათი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მზადდება და მოწმდება სპეციალურ ლაბორატორიაში.

ღია ცის ქვეშ გახსნილ ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო თაფლის არაყი და ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სასმელებიც. გამოფენილი იყო ხელთნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

ფესტივალის მხარდამჭერ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, თაფლის წარმოების, როგორც დარგობრივი მიმართულების პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტში. თაფლის ფესტივალში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სულ 51-მა მეწარმემ მიიღო. ღონისძიება მომღერალ გიგი ადამაშვილის კონცერტით დასრულდა. ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას თქმით, თაფლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე
დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.
14:28 / 17.08.2018
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.






ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად
„მეგობარში“ კონცერტი გამართა.
11:08 / 15.08.2018
ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად „მეგობარში“ კონცერტი გამართა.






ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.
18:12 / 14.08.2018
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.






აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
18:41 / 06.08.2018
აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.