მულტიმედია
აგვისტოს ომი ზუგდიდელების მეხსიერებაში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. დაბომბილი გორის სოფლები, ფოთის ნავსადგური, სენაკის სამხედრო ბაზა და ანაკლია-განმუხურის სამშვიდობო ბანაკი, დაკარგული ახალგორი და კოდორის ხეობა, გარდაცვლილები, დაჭრილები და ახალი დევნილები - ასეთია რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული დაპირისპირების შედეგები.

ზუგდიდში დღესაც მძიმედ იხსენებენ ქალაქში რუსული ტანკების შემოსვლას და პრეზიდენტის მაშინდელ რეზიდენციაში დაბანაკებას, ოკუპანტებთან იძულებით „მეზობლობას“.

ქართული სოფლები პირველად 1-ელ აგვისტოს დაიბომბა. სამ აგვისტოს სოხუმმა სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ განაცხადა და ენგურის ხიდი ჩაკეტა. ამ დღეს გამოჩნდა რუსების პირველი სამხედრო ტექნიკაც როკის გვირაბში.

8 აგვისტოს რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა გორის, ქარელის სოფლებზე, ვაზიანის, მარნეულისა და ბოლნისის სამხედრო ბაზებსა და ფოთსა და თბილისს შორის მაგისტრალზე. მომდევნო დღეს უკვე ფოთის პორტი, სენაკის ბაზა და სარკინიგზო სადგური დაიბომბა. საქართველოში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

10 აგვისტოს ბომბები ზუგდიდის სოფელ ურთის მთაზე და ანაკლიაში ჩამოყარეს. დაიწვა ანაკლია-განმუხურის სამშვიდობო ბანაკი. ამავე დღეს რუსეთის სამხედრო ძალები კვეთენ მდინარე ენგურზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარს და შემოდიან სამეგრელოს რეგიონში. 12 აგვისტოს დასრულდა კოდორის ხეობის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ქართულმა მხარემ 12 აგვისტოს, რუსეთმა კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ომს ემსხვერპლა 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. დევნილად იქცა 150 ათასი ადამიანი, რომელთაგან 30 ათასი ამ დრომდე იძულებით გადაადგილებული პირია. 

მასალაში გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას, კადრები კი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" და "ოდიშს".
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე
დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.
14:28 / 17.08.2018
17 წლის დიმიტრი ქარჩავა ხალხური საკრავების მოძიებით და მასზე დაკვრით ორი წლის წინ დაინტერესდა.






ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად
„მეგობარში“ კონცერტი გამართა.
11:08 / 15.08.2018
ავსტრიაში მცხოვრებმა ზუგდიდელმა ლევან ხუბულავამ მეგობრებთან ერთად „მეგობარში“ კონცერტი გამართა.






ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.
18:12 / 14.08.2018
ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო დაიდგა.






აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
18:41 / 06.08.2018
აგვისტოს ომზე ყველას თავისი ისტორია აქვს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.