მულტიმედია
უცხოელი სპელეოლოგები სენაკის მღვიმეებით დაინტერესდნენ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ლაშქრობა, სპელო-ტურიზმი, დაივინგი, ან უბრალოდ მღვიმეების დათვალიერება ევროპაში ბევრ ტურისტს იზიდავს. ქართველი სპელეოლოგი თამაზ ქობულაშვილი, რომელიც ამჟამად უცხოელ კოლეგებთან ერთად სენაკში მღვიმეებს იკვლევს, ფიქრობს, რომ საქართველოში და მათ შორის სენაკში ტურიზმის ამ მიმართულებების განვითარება შესაძლებელია.

თამაზ ქობულაშვილთან ერთად სენაკის, საწულეისკიროს მღვიმისკენ გავემართეთ, რომელიც ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ახლოს მდებარეობს, თუმცა აღმართების, ვიწრო ბილიკების დალაშქვრის, მოლიპულ ქვებსა და თოკით დაგრეხილ კიბეებზე აცოცვის შემდეგ მივაღწიეთ მღვიმემდე.

ჩვენი მეგზური სპელეოლოგისთვის, რომელიც 60 წელს გადაცილებულია, ამ სიძნელეების გადალახვა ძალიან მარტივია. ის ამბობს, რომ 300-ზე მეტი მღვიმე აქვს შესწავლილი. სენაკის მღვიმეზე დასკვნების გაკეთებისგან კი თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რაც სრულად არ უნახავს, ის არ არსებობს.

მღვიმის შესასვლელთან აკვალანგების აღჭურვილობა დევს. მყვინთავები უმძიმეს ბალონებს ეზიდებიან. ერთ-ერთი მათგანი ჩვენს მეგზურს ეუბნება, რომ დღეს 30 მეტრის სიღრმეში ჩაყვინთეს.

„ამ ადგილების კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის აქაურ მცხოვრებლებს, მოქალაქეებს, იგორ და მურმან ბოჯგუებს, რომლებიც გვეხმარებიან რაც შეუძლიათ. ეს არის საინტერესო ობიექტი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა ხდება. ამიტომ, ძალიან რთულია საუბარი, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ასეთი ოქროს კანონი გვაქვს, რაც არ გინახავს ის არ არსებობს“, - ამბობს სპელეოლოგი.

საქართველოში 1300-მდე შესწავლილი მღვიმიდან ის განსაკუთრებით გამოყოფს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სამეგრელოსა და იმერეთში არსებულ მღვიმეებს:

„სამწუხაროდ ჩვენ დღეს ვერ შევდივართ აფხაზეთში, რომელიც ამ მიმართულებითაც განსაკუთრებით საინტერესოა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სამეგრელო და იმერეთი მღვიმედ განვითარებისა და წარმოშობის თვალსაზრისით“.

რამდენად საინტერესოა სენაკის მღვიმე, ამაზე საერთაშორისო ექსპედიციის ხელმძღვანელ მაქსიმ ვასილევსაც უჭირს წინასწარი პროგნოზების გაკეთება, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ადგილები ევროპაში ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია.

„მე გერმანიაში ვცხოვრობ. ჩვენთან ასეთი ადგილებზე ატრაქციონის მსგავსი რამ კეთდება. მის მიმდებარედ, მოწყობილია კაფეები, სასტუმროები, დასასვენებელი ადგილები. აუცილებელი არ არის, რომ ყველამ ჩაყვინთოს, შესაძლებელია უბრალოდ ბუნების სილამაზით დატკბეს დამთვალიერებელი“, - გვითხრა სპელეო-მყვინთავმა მაქსიმ ვასილევმა.

მკვლევარები სენაკში მეორე მღვიმესაც სწავლობენ, რომელიც საადამიოს უბანში მდებარეობს. მღვიმეების შესწავლის აუცილებლობას თამაზ ქობულაშვილი წყალტუბოში პრომეთეს მღვიმის მაგალითით ასაბუთებს, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,






ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს,
რამდენიმე დღეში დასრულდება.
10:35 / 08.11.2018
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება.






კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და
მწკლარტეს ნიშნავს.
11:08 / 05.11.2018
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს.






ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ
კაფე „მეგო ბარში“
11:04 / 01.11.2018
ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ კაფე „მეგო ბარში“
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.