მულტიმედია
ქართული ბიოჩაი მარტვილიდან [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მარტვილის ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში ორგანული ჩაის წარმოება დაიწყეს. ადგილობრივმა ფერმერმა გელა დარჩაგოდაშვილმა, დაახლოებით ათი წლის წინ, 102 ჰექტარზე გაველურებული ჩაის პლანტაცია განაახლა, მოგვიანებით კი ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები იყიდა და წარმოება დაიწყო.

დღეს საწარმოში ყოველდღიურად 20-30 ტონამდე ჩაის ფოთოლს ამუშავებენ. ადგილობრივ ბაზარზე ის ცნობილია, როგორც „მარტვილის ჩაი“, „კოლხა“, დაუფასოებელი ნედლეული კი საზღვარგარეთ გააქვს.

მარტვილში წარმოებული ჩაი უკვე გადის ბელორუსში, უკრაინაში. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პროდუქციის ევროპაში გასატანად.

„ჩვენ ორიენტაცია აღებული გვაქვს ევროპის ბაზარზე. ლიტვასა და ლატვიაში გაუკეთდა ჩვენს პროდუქციას ანალიზი, მიიღო მოწონება და უკვე სექტემბერში პირველ პარტიას გავუგზავნით ევროპელ პარტნიორებს. მათი ინტერესია, რომ ჩაი დაფასოვდეს პოლონეთში და გავიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, - გვითხრა გელა დარჩაგოდაშვილმა.

მან გასულ წელს, საუკეთესო ხარისხის ჩაის „თაიგულის“ დასამზადებლად სპეციალური ტექნიკა შეიძინა.

„ეს არის მგრეხავი როლერები, რომლებიც აკეთებს უმაღლესი ხარისხის ჩაის. შევიძინეთ ჩაის საშრობი ღუმელები, მწვანე ჩაის მჭრელი დანადგარი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად პირველია და უკვე ვიწყებთ მწვანე ჩაის გადამუშავებას. ჩვენ დავამზადებთ შავ თაიგულს, ასევე მწვანე თაიგულს და მწვანე ბაიხს“, - გვითხრა ფერმერმა.

ის ორგანული ჩაის მიღების და გადამუშავების პროცესსაც გვიხსნის.

„ჩაის პლანტაციაში მხოლოდ ბიოსასუქები შეგვაქვს. შევიძნეთ სპეციალური დანადგარი, საშრობი ღუმელი. ვიცი, რომ ორგანული პროდუქცია მოცულობით ნაკლებია, მაგრამ ის არის ბიო და ძვირადღირებული, ამიტომ ჩემი უახლოესი, ამ ერთი წლის ამოცანაა, პროდუქციის 70% ბიოჩაი დამზადდეს“, - ამბობს გელა დარჩაგოდაშვილი.

მისი გათვლებით, წელს, 500 ტონამდე ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს, საიდანაც 120 მზა პროდუქცია იქნება.

კომპანიის პლანტაციებსა და გადამამუშავებელ საწარმოში ამჟამად 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.