მულტიმედია
რუსეთი ოკუპანტია - ქვითარზე დაწერილი პროტესტი სტალინის ქუჩიდან [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
რუსეთი ოკუპანტია, - ამ წარწერით მიიღებთ ხობში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გადახდის ქვითარს. წარწერა, რომელიც ქართულთან ერთად ინგლისურადაცაა დატანილი, ობიექტის მესაკუთრეთა გზავნილია საზოგადოებისთვის, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მათ რუსული ოკუპაციის შესახებ.

მაღაზიის მფლობელი როლანდ სერგია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტი „მაფერი“ ოჯახმა ორი წლის წინ გახსნა. ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანის გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღეს. მიუხედავად ამისა, აქციის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. ეს მას შემდეგ, რაც გადახდის ქვითარი სოციალურ ქსელში როლანდ სერგიას მეგობარმა გამოაქვეყნა.

„აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამ შემთხვევაში მტერს - მტერი, ოკუპაციას - ოკუპაცია და ა.შ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი აგური დავდეთ იმ დიდ საქმეში, რასაც ერთიანობა და მთლიანობა ჰქვია“, - თქვა 29 წლის როლანდ სერგიამ, რომელიც აგვისტოს ომში, როგორც რეზერვისტი, მონაწილეობას იღებდა.

მისი სიტყვებით, ის დაბომბვის ეპიცენტრშიც იმყოფებოდა და საკუთარ თავზე აქვს განცდილი „რუსული ოკუპაციის“ საფრთხე.

მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ქვითარზე მსგავსი წარწერის დატანა მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ამ აქციაში.

„ძალიან მარტივია ამის გაკეთება. სადაც სალარო აპარატებს არეგისტრირებენ, იქ რომ მიხვალთ, ეტყვით და დააწერენ“, - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.

„ლაივპრესი“ აქციასთან დაკავშირებით მოქალაქეებს ხობში გაესაუბრა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვითარზე წარწერას საერთოდ არ აკვირდებიან და აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. რესპონდენტთა დიდი ნაწილი გზავნილის შინაარს იზიარებს და აქციას მიესალმება.

როლანდ სერგია იმედოვნებს, რომ აქციით მეწარმეებიც დაინტერესდებიან და ჩაერთვებიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია
შემორჩენილი.
12:23 / 10.09.2018
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.