მულტიმედია
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დასრულდა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ანაკლიაში დასრულდა მუსიკის ოთხდღიანი ფესტივალი Echowaves. ამ ხნის მანძილზე ღონისძიებაზე მსოფლიოში ცნობილმა დიჯეებმა დაუკრეს. ფესტივალს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობდნენ. „ლაივპრესის“ მიერ გამოკითხული ადამიანების თქით, ისინი ამ ყველაფრით კმაყოფილნი დარჩნენ. მათ შორის სერვისით და ფასებით. აღნიშნეს, რომ კერძო სახლებსა თუ სასტუმროებში განთავსების ღირებულება თითქმის შარშანდელის მსგავსია. მაგალითად, კერძო სახლებში ფართის ქირა საშუალოდ 50 ლარიდან იწყებოდა და მომსახურების შესაბამისად იზრდებოდა. რაც შეეხება სასტუმროებს, აქ ოთახის ფასი საშუალოდ 150 ლარიდანაა.

დამსვენებლებმა ყურადღება ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელებაზეც გაამახვილეს. მათი განმარტებით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლი, ფატალური შედეგების თავიდან ასარიდებლად.

ღონისძიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ხატია გელოვანის თქმით, ფესტივალი შედგა და მან წარმატებულად ჩაიარა.

„დაფიქსირდა 12 500-მდე ადამიანი ყველაზე აქტიურ პერიოდში. გვჯეროდა, რომ ძალიან ბევრი მოვიდოდა. ჟანრობრივად მართლა განსხვავებული სეგმენტი გვყავდა არტისტების ათვისებული. საბოლოო ჯამში, გადააჭარბა ნამდვილად ჩვენს მოლოდინს. ამდენ ადამიანს ნამდვილად არ ველოდით“, - აღნიშნა მან.

ხატია გელოვანის თქმით, განიხილება ფესტივალის მომავალ წელს ჩატარების საკითხი. განმარტა, რომ ღონისძიების დაგეგმვა მას შემდეგ დაიწყება, რაც სცენების დემონტაჟი მოხდება და ორგანიზატორთა ჯგუფი დაისვენებს.

ანაკლია-განმუხურის ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ათზე მეტი კი ზუგდიდის საავადმყოფოში დაუზუსტებელი ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტით გადაიყვანეს. ღონისძიების ტერიტორიაზე ჯამში შვიდი პირი დააკავეს, საქართველოს ორი და ირანის ხუთი მოქალაქე. ნაწილს ბრალად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ნაწილს კი შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით.

ფესტივალი სახელმწიფომ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში 4 მილიონი ლარით დააფინანსა. ოთხდღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,






ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს,
რამდენიმე დღეში დასრულდება.
10:35 / 08.11.2018
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება.






კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და
მწკლარტეს ნიშნავს.
11:08 / 05.11.2018
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს.






ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ
კაფე „მეგო ბარში“
11:04 / 01.11.2018
ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ კაფე „მეგო ბარში“
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.