მულტიმედია
ერთადერთი ბორანი სამეგრელოში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მდინარეზე მოტივტივე ტრანსპორტი - ბორანი სამეგრელოში მხოლოდ სენაკშია შემორჩენილი. ის რიონზე მოძრაობს და სოფლებს, ზემო ჭალადიდს და სირიაჩქონს ერთმანეთთან აკავშირებს.

ბორანი წელიწადის ყველა დროს, დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდეა და მგზავრები უფასოდ გადაჰყავს.

სოფელს ორი მებორნე ჰყავს. ერთ-ერთი, ვაჟა ჯანაშია გვეუბნება, რომ ბორანს ადრე მძიმე ტვირთიც გადაჰქონდა, თუმცა წყალდიდობებმა ტრანსპორტი დააზიანა და მისი საშუალებით, ახლა სოფლის მცხოვრებლებს პირუტყვის გადაყვანაც უჭირთ.

ზემო ჭალადიდის მცხოვრები ზაურ წოწერია მათ შორისაა, ვისაც სიმინდის ყანა რიონის მეორე ნაპირზე აქვს და მის დასამუშავებლად ბორანით უნდა ისარგებლოს.

„ყანა შესაწამლი მაქვს და ცხენი მიმყავს, მაგრამ ბორანი საკმაოდ დაზიანებულია და ხედავთ, რომ ცხენს ნაპირზე გადასვლის ეშინია. ახლა სიმინდის ყანაში მოსავლის აღების დრო რომ მოვა, ძნელი იქნება ამ ბორანით გადასვლა“, - გვითხრა ჭალადიდის მცხოვრებმა ზაურ წოწერიამ.

სენაკის მერიის თანამშრომელი ნათია ჩიქობავა ამბობს, რომ სოფელში ბორანი 1945 წლიდან დადის. ის გარესამყაროსთან 14 ოჯახს აკავშირებს.

„ბორანი სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე ნაპირზე ორი უბანია. თუ ბორანი მწყობრიდან გამოვიდა, იმ უბნის მცხოვრებლები სამყაროს მოწყდებიან“, - გვითხრა ნათია ჩიქობავამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, გასულ წელს ზემო ჭალადიდის მცხოვრებლებმა ბორანის შეკეთების მოთხოვნით პეტიციაც მოამზადეს და სენაკის თვითმმართველობას მიმართეს.

მერიაში აცხადებენ, რომ ბორანს მომავალი წლიდან შეაკეთებენ.

„ამ სატრანსპორტო საშუალების კულტურული ღირებულებიდან და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომავალი წლისთვის იგეგმება ბორანის შეკეთება“, - გვითხრეს სენაკის მერიაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები სენაკი / ბორანი /
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?
14:20 / 19.09.2018
ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?






საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი
დაიწყო.
17:59 / 17.09.2018
საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.






ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო
სამუშაოები დაიწყო.
17:45 / 16.09.2018
ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.






1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში
პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
09:41 / 03.09.2018
1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ საქართველოში პირველი ავტომანქანა ჩამოიყვანა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.