მულტიმედია
თბილისიდან ენგურის ხიდამდე მიმავალი აქტივისტი უკვე სამეგრელოშია [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც მე-10 დღეა თბილისიდან ენგურის ხიდამდე ოკუპაციის გასაპროტესტებლად ფეხით მიდის, დღეს სამეგრელოში იმყოფება.

ჩვენ მას აბაშაში, გზაზე შევხვდით.

„25 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან. ომი რომ დაიწყო, სკოლაში უნდა შევსულიყავი. მამაჩემი მოხალისედ იბრძოდა. წლები გადის და არაფერი იცვლება, უარესდება სიტუაცია. მე არც მეომარი ვარ, არც დიპლომატი. ჩვეულებრივ, „გაბრაზებულ“ მოქალაქეს ერთხელაც ამომივიდა ყელში და გადავწყვიტე დავიხარჯო ბოლომდე, ავდგე და ჩემი ფიზიკური რესურსი, მთლიანად დავხარჯო ჩემი ქვეყნის სიყვარულში“, - გვითხრა გიგა მაქარაშვილმა.

მას აბაშაში კიდევ ერთი აქტივისტი, გიორგი მღებრიშვილი შეუერთდა.

„ეს ჩვენი პირველი აქცია არ არის. მე და გიგა ყარაფილაში ვიყავით ერთად. ყარაფილაში ჩავედით, ენგურზეც ჩავალთ, ცხინვალშიც ჩავალთ და სოხუმშიც ჩავალთ“, - გვითხრა მან.

გიგა მაქარაშვილი თბილისიდან 14 სექტემბერს, ღამით გამოვიდა. ის სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდთან აპირებს მისვლას.

გიგამ გვითხრა, რომ ის მოქალაქეების მხარდაჭერას გრძნობს, რაც გზის გაგრძელების მუხტს აძლევს.

27 სექტემბერს, ენგურის ხიდთან მისი მეგობრები აქციას მოაწყობენ, სახელწოდებით „დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და
სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.
17:44 / 07.12.2018
„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.






- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და
ეხუტება.
11:47 / 26.11.2018
- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და ეხუტება.
21:10 / 18.11.2018
"ფერმერის დღე", რომელიც წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა, გალა კონცერტით დასრულდა.






რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც
ახალგაზრდები საკუთარ
13:22 / 16.11.2018
რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.