მულტიმედია
გიგა ენგურის ხიდთან გაჩერდა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა დაასრულა ფეხით მსვლელობის აქცია. მან დასახულ მიზანს მიაღწია და თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა, რათა რუსული ოკუპაცია გაეპროტესტებინა. თქვა, რომ ყველაზე რთული ამ გზაზე ენგურის ხიდთან გაჩერება აღმოჩნდა, რომლის მეორე მხარესაც აფხაზეთია.

„ყველაზე რთული ყოფილა გაჩერება, აქ გაჩერება. ყველანაირი ტკივილი გავიწყდება, ყველაფერი რაც გამოიარე და უცებ გაჩერება. მე ვფიქრობ, რომ მე ჩემს თავს ვაჯობე და თუ 2-3 ადამიანს მაინც ეს მუხტი ვაჩუქე, ვარ ძალიან ბედნიერი“, - თქვა ენგურის ხიდთან გიგა მაქარაშვილმა.

33 წლის სამოქალაქო აქტივისტმა 368 კილომეტრი 14 დღეში გაიარა. მან აქცია სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავს მიუძღვნა.

გიგა მაქარაშვილს, რომელმაც ზუგდიდში წუხელ ერთი ღამით შეისვენა, ენგურის ხიდამდე მსვლელობა დილიდან განაახლა. გზაში მას ზუგდიდელი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, ენგურის ხიდზე მისულს კი ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დახვდნენ.

აქციის მონაწილეებს მიჰქონდათ ბანერი წარწერით „აფხაზეთი საქართველოა“. პარალელურად კი ქალაქის ქუჩებში სტიკერებს აკრავდნენ და აკეთებდნენ წარწერებს „რუსეთი ოკუპანტია“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი
დასრულდა.
14:29 / 17.10.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა.






ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის
გორგალი ყრია.
15:20 / 13.10.2018
ერთ პატარა ოთახში, იატაკზე უამრავი ფერის ნაჭერი და საქსოვი ძაფის გორგალი ყრია.






კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“
დღეს ზუგდიდში გაიმართა.
18:33 / 08.10.2018
კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus“ დღეს ზუგდიდში გაიმართა.






სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც მე-10 დღეა
თბილისიდან ენგურის ხიდამდე
18:26 / 24.09.2018
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც მე-10 დღეა თბილისიდან ენგურის ხიდამდე
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.