მულტიმედია
ჰელოუინის ღამე ზუგდიდში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ კაფე „მეგო ბარში“ შეიკრიბნენ და დეკორაციაც საკუთარი ხელით მოაწყვეს. მათ შორის იყო დღესასწაულის განუყრელი ატრიბუტი - გოგრები ცეცხლით. ყველა სტუმრისთვის ერთადერთი პირობა მოქმედებდა - სივრცეში, სადაც ღონისძიება ტარდებოდა, სხვადასხვა საშიში კოსტიუმით უნდა მოსულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ბარის კართანვე ღებავდნენ შესაბამისად.

ჰელოუინის თანაორგანიზატორი ნატალი როგავა ამბობს, რომ დიზაინზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

„სახელწოდება ჰელოუინი მოდის ძველი კელტებისგან. მათ შემოიტანეს ეს ტენდენცია. თავიდან ამ დღესასწაულს ყველა სულის დღესასწაული ერქვა. იძახებდნენ სულს და ერთ მთლიან საღამოს უძღვნიდნენ. ამ საღამოს შემდეგ, კი ყველანაირი ცუდი აურისგან იწმინდებოდნენ. ჩვენ ამით არავის არაფერს არ ვეუბნებით, უბრალოდ გვინდა, რომ ეს დღე ერთმანეთს მივუძღვნათ, ჩვენც განვიწმინდოთ ცუდი აურისგან“, - უთხრა ნატალიმ „ლაივპრესს“.

მისი თქმით, გოგრა ჰელოუინის ერთ-ერთი სიმბოლოა. კერძოდ, როცა ღამით კოცონს ანთებდნენ მოცემულ დღესთან დაკავშირებით, ცეცხლი ჩაუქრობლად რომ მიეტანათ სახლში, ამისთვის გოგრებს იყენებდნენ.

ღონისძიების მონაწილეთა თქმით, ეს პირველ რიგში თავისუფლების დღეა, სადაც ღიად საუბრობდნენ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო თემებზე, განიხილავენ, პარარელურად კი ერთობიან. თაკო ყორშია ამბობს, რომ ადამიანებში ჩვენთან არ არის ამ დღის კულტურა, ამიტომაც ჰელოუინის აღქმა ნეგატიურ კონტექსტშიც ხდება ხშირ შემთხვევაში.

„მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სატანის დიდებად აღიარებენ ჰელოუინს“, - გვითხრა მან.

ღონისძიებიების ორგანიზატორები გეგმავენ, მომავალ წელს ეს დღე უფრო მასშტაბურად აღნიშნონ.

ჰელოუინის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 31 ოქტომბერს ზეიმობენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,






ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს,
რამდენიმე დღეში დასრულდება.
10:35 / 08.11.2018
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება.






კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და
მწკლარტეს ნიშნავს.
11:08 / 05.11.2018
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს.






ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მედიამუზეუმში დაცული ექსპონატები
გამოიფინა,
15:31 / 31.10.2018
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მედიამუზეუმში დაცული ექსპონატები გამოიფინა,
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.