მულტიმედია
საზღვაო სამუშაოები სრულდება და „ათენა“ ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება. დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ პორტის ტერიტორიაზე უკვე 4 მილიონ ნახევარი კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა. ზღვის ფსკერიდან ქვიშა გემის დახმარებით ამოაქვთ და ზღვაზე მოტივტივე სპეციალური მილების საშუალებით გადმოაქვთ ხმელეთზე. საზღვაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გემი „ათენა“ დატოვებს ანაკლიას.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, სამუშოებში ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საინჟინრო ოპერაციების მენეჯერმა, გეგა წურწუმიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ არა გემი „ათენა“, ქვიშის ამოტუმბვის და გადატანის სამუშაოებისთვის 500 ათასი სატვირთო ავტომობილი იქნებოდა საჭირო. საზღვაო სამუშაოების შესრულების ვადა კი ორი წელი იქნებოდა, მაშინ როცა გემის დახმარებით მხოლოდ ორი თვე დასჭირდა.

მშენებლობის შემდეგი ეტაპია ტერმინალის მისადგომი კედლის მოწყობა, რომელიც გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. მანამდე ტერიტორია, სადაც ქვიშა დაიყარა, წყლისგან უნდა დაიწრიტოს და გამკვრივდეს.

პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაყოფილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,






კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და
მწკლარტეს ნიშნავს.
11:08 / 05.11.2018
კოლოში უძველესი მეგრული ჯიშის ყურძენია. „კოლო“ მეგრული სიტყვაა და მწკლარტეს ნიშნავს.






ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ
კაფე „მეგო ბარში“
11:04 / 01.11.2018
ზუგდიდში პირველად აღნიშნეს ჰელოუინის დღე. ახალგაზრდები სოციალურ კაფე „მეგო ბარში“






ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მედიამუზეუმში დაცული ექსპონატები
გამოიფინა,
15:31 / 31.10.2018
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში მედიამუზეუმში დაცული ექსპონატები გამოიფინა,
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.