მულტიმედია
საექსპორტო ოჯალეშის რთველი მარტვილში [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია, რომელიც სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ხარობდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო გადაშენების პირას იყო. მარტვილელი ზაზა გაგუა მათ შორისაა, ვინც ოჯალეშისა და სხვა ძველი ჯიშის ვაზის მოშენება დაიწყო და წარმოებული პროდუქცია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გაიტანა.

თარგამეულში 4 წლის წინ გაშენებულ ვენახში წელს პირველი რთველია.

ვენახში ყურძენს ზაზას მეგობრების გარდა, უცხო ადამიანებიც კრეფენ. ზაზამ ისინი ფეისბუკით მოიწვია.

დაახლოებით 150 კილოგრამამდე ოჯალეში დაიკრიფა და მარანში დაბინავდა. მოგვიანებით მისგან საუკეთესო ხარისხის ღვინოს დააყენებენ, რომელიც უკვე იყიდება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში.
„ჩვენი მევენახეობა მთლიანად ორგანულ პრინციპებზეა დამყარებული. ვენახშიც თავიდანვე კონტაქტური შესაწამლები გამოიყენება, შემოგვაქვს ორგანული სასუქები მხოლოდ ნაკელის სახით. სხვა დანარჩენ ვენახებზე, საიდანაც ასევე ვყიდულობთ ყურძენს, იქაც ჩვენი ზედამხედველობით ხდება მათი მოვლა, ასევე ვართ ჩვენ ასოციაცია ბუნებრივი ღვინოს წევრი და ამ ასოციაციის მიერ ხდება შიდა კონტროლი, რაც ვაზსაც ეტყობა“, - ამბობს ზაზა გაგუა.

ყველაფერი 2012 წლიდან დაიწყო. მან ნიკა და აბესალომ ფარცვანიებთან ერთად სოფელში სოფელ თარგამეულში საწარმო - „Vino M’artville“ დააფუძნა და ვენახები გააშენა.

აქ მზადდება ოჯალეშის წითელი მშრალი ღვინო, ცოლიკოური, ორბელური ოჯალეშის „როზე“. საწარმო საკუთარი ვენახებისა და სანერგე მეურნეობის გაფართოებას გეგმავს, რაც საშუალებას მისცემთ, ყურძნის საკუთარი ნედლეულით იყვნენ უზრუნველყოფილი.

ზაზა გაგუა მარტვილში 2010 წელს, თბილისიდან მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორად დანიშნეს. მან თავისი წინაპრების ძველი სახლიც აღადგინა, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

მისი ცოლი ქეთო ნინიძე ასევე მეღვინეა.

მათ სახლში „საოჯახო მარანი - ოდა“ ფუნქციონიებს, სადაც სტუმრებს მარანში დამზადებულ ღვინოსთან ერთად, მეგრული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და
სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.
17:44 / 07.12.2018
„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.






- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და
ეხუტება.
11:47 / 26.11.2018
- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და ეხუტება.
21:10 / 18.11.2018
"ფერმერის დღე", რომელიც წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა, გალა კონცერტით დასრულდა.






რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც
ახალგაზრდები საკუთარ
13:22 / 16.11.2018
რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.