მულტიმედია
სამეგრელო პირველი რეგიონია, სადაც „ფერმერის დღე“ აღნიშნეს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"ფერმერის დღე", რომელიც წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა, გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაზე ქვეყნის მასშტაბით მომუშავე 23 ფერმერი სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. მათ შორის დასახელდნენ ახალგაზრდა ფერმერი ქალი, ახალგაზრდა ფერმერი კაცი, წლის ექსტენციონისტი ფერმერი, ძველი ტრადიციების აღმდგენი ფერმერი, წლის დამსაქმებელი ფერმერი, ხალხის რჩეული და სხვა.

დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მინისტრებმა, რომლებიც მანამდე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ. "ფერმერის დღეს" ზუგდიდში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. ფერმერებს მათთან ერთად სიტყვით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა თითოეული ფერმერის აქტიურობაზეა დამოკიდებული. მათ სოფლად მცხოვრებთ სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურობისკენ მოუწოდეს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე, მსგავსი ღონისძიება ხომ არ არის საგანგებოდ დაგეგმილი წინასაარჩევნო პერიოდში, აღნიშნეს, რომ "ფერმერის დღე" წლებია საქართველოში აღინიშნება და ემსახურება მხოლოდ ფერმერთა ხელშეწყობას.

ანალოგიური პასუხი გასცა მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზატორმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ. მისი სიტყვებით, "ფერმერის დღე" 2015 წელს დაფუძნდა და იმართება ყოველწლიურად 20 ნოემბერს. ზამბახიძის ინფორმაციით, საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად ფერმერის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დასავლეთიდან სტარტის აღება კი განპირობებულია იმით, რომ ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის.

დაჯილდოვების ცერემონიალამდე დადიანების ეზოში მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი პროდუქტები შეეძინა, ან ადგილზე დაეგემოვნებინა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს 600-ზე მეტი სტუმარი იმყოფებოდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და
სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.
17:44 / 07.12.2018
„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.






- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და
ეხუტება.
11:47 / 26.11.2018
- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და ეხუტება.






რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც
ახალგაზრდები საკუთარ
13:22 / 16.11.2018
რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.