მულტიმედია
ნათია და გიგი - სტიგმის დაძლევის ისტორია [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
- მის ქელი, ძალიან ლამაზი ხარ, - ეუბნება 14 წლის გიგი დედას და ეხუტება. გიგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია, „მის ქელი“ კი გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც მისთვის ყველაზე ლამაზ ქალს ნიშნავს.

ნათია და გიგი სტუმრებს სახელოსნოში იღებენ. აქ გიგის უამრავი ფერწერული ტილო, აპლიკაცია და სხვადასხვა ნაკეთობაა გამოფენილი.

გიგის, როგორც მხატვარს უკვე იცნობენ საქართველოში. მისი წარმატებით ნათია ბედნიერია, თუმცა გზა ბედნიერებამდე ძალიან რთული იყო.

ურთულესი მაინც გიგის დიაგნოზის აღიარება აღმოჩნდა.

„გიგი პირველი შვილია. იცით, როგორ ველოდებოდი მის პირველ ბგერას, პირველ დაძახებას, მაგრამ გადიოდა წლები და არ ისმოდა „დედა“. 4 წლის იყო, როცა ექიმებმა აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ძალიან გამიჭირდა ამის აღიარება. მე თვითონ ვიყავი სტიგმის მატარებელი. მასთან ერთად ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოველი გასვლა, დიდ შიშთან, მღელვარებასთან იყო დაკავშირებული. ვგრძნობდი, რომ გიგის სხვანაირად უყურებდნენ. ამიტომაც მერჩივნა მარტონი ვყოფილიყავით“.

თავიდან იყო შიში, დეპრესია, უიმედობა და ყველაზე მტკივნეული მომენტი - გიგის სკოლაში მიყვანა.

„მახსოვს თითოეული ნაბიჯი, როგორ მივედით სკოლამდე. როგორ ვუთხარი მასწავლებელს, რომ გიგი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლე იყო, მაგრამ სათნო ადამიანი შემხვდა. მერე რაო, მითხრა და დამამშვიდა. მე იმ წუთს ვიყავი ბედნიერი, რომ ვიღაცამ მიიღო ჩემი შვილი. მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ გიგის განსაკუთრებული უნარები, მისი ხელოვნებისადმი სიყვარული მაძლევდა იმედს, რომ ამ ბავშვს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია“.

გიგი სამი წლიდან ხატავდა, ძერწავდა. შემდეგ სამხატვრო სკოლაში მიიყვანეს. პირველი გამოფენაც მალევე მოაწყო. დედამაც დაინახა, რომ გიგისთვის გამოფენები და სხვა საჯარო აქტივობა ერთგვარი თერაპია იყო.

თვითონაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ცენტრში დაიწყო მუშაობა და ახლა გიგის მადლიერია, რომ მისი ცხოვრება განსხვავებული გახადა:

„კიდევ ბევრი წელი დაგვჭირდება სტერეოტიპების დასაძლევად, მაგრამ ვფიქრობ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ ჩვენი შვილები და მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. ახლა ბედნიერი ვარ, რადგან გიგიმ თავი მაპოვნინა, ჩემი ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახადა. ზუსტად ვიცი, რომ გიგი ბევრ რამეს მიაღწევს“.

გიგის და-ძმაც ჰყავს. ნათია ამბობს, რომ სიყვარულს თანაბრად ანაწილებს, თუმცა ყველაზე ლამაზ კაბას „მის ქელის“ გიგი ჰპირდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და
სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.
17:44 / 07.12.2018
„საქართველოს მოხალისე 2018-ის“ მონაწილეები ერთმანეთს კულინარიასა და სამაგიდო თამაშებში შეეჯიბრნენ.
21:10 / 18.11.2018
"ფერმერის დღე", რომელიც წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა, გალა კონცერტით დასრულდა.






რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც
ახალგაზრდები საკუთარ
13:22 / 16.11.2018
რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები საკუთარ






მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
13:59 / 10.11.2018
მუქი ლურჯი ფერის ყურძენი ოჯალეში უძველესი მეგრული ვაზის ჯიშია,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.