მზარეულის მაგიდა
მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი მარგოსგან
ცომი:

ფქვილი - 1 კილოგრამი
საფუარი - 15 გრამი
კარაქი - 350 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
რძე - 3 ჩ/ჭიქა
მარილი - 10 გრამი, ან გემოვნებით

შიგთავსი:

ყველი - ჭყინტი ან სულგუნი - 1 კილოგრამი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 2 ს/კ
მარილი - 10 გრამი, ან გემოვნებით

მომზადების წესი:

ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გავხეხოთ სულგუნი ან დავფშვნათ ჭყინტი ყველი. გამზადებული ყველი მოვათავსოთ თასში და შეურიოთ 2 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი კარაქი და მარილი გემოვნებით. 200 გრამი გამზადებული ყველი გადავინახოთ.

ცომის მოსამზადებლად ავიღოთ 3 ჩაის ჭიქა რძე, გავათბოთ დაახლოებით 30 გრადუსამდე, რძეში გავხსნათ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. კარაქი გავადნოთ და დავზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3-4 საათი. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2-3 ჯერ დავზილოთ.

მოვზილოთ ხაჭაპურის ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ადგილზე, დავასვენოთ რამდენიმე წუთი და გავაბრტყელოთ. ცომის ცენტრში მოვათავსოთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკრათ პირი და გავაბრტყელოთ.

საცხობ ფირფიტას კარგად მოვაყაროთ ფქვილი, მოვათავსოთ ხაჭაპური და გადანახული 200 გრამი ყველი კარგად გავანაწილოთ ხაჭაპურის ზედაპირზე. შევდგათ გახურებულ ღუმელში 200-220 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

მარგო ზუგდიდელი ქალია, რომელიც ცნობილია როგორც მეგრული კერძების დიდოსტატი. მარგოს რეცეპტებს კიდევ შემოგთავაზებთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პირველი აგროტურისტული
ფესტივალი გაიმართა.
16:32 / 23.08.2018
ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პირველი აგროტურისტული ფესტივალი გაიმართა.






ინტერნეტში სააღდგომო დესერტის (პასკის) ძალიან ბევრ რეცეპტს
შეხვდებით,
14:26 / 06.04.2018
ინტერნეტში სააღდგომო დესერტის (პასკის) ძალიან ბევრ რეცეპტს შეხვდებით,
16:01 / 05.10.2017
17:13 / 07.09.2017
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი