მზარეულის მაგიდა
სააღდგომო დესერტი ფორთოხლითა და ლიმნით [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ინტერნეტში სააღდგომო დესერტის (პასკის) ძალიან ბევრ რეცეპტს შეხვდებით, თუმცა მათი ნაწილი საკმაოდ რთულია მოსამზადებლად, მით უფრო სახლის პირობებში. გთავაზობთ გემრიელ და მარტივად მოსამზადებელი იტალიური პანეტონეს რეცეპტს.

პანეტონე - ეს არის ტრადიციული იტალიური საშობაო ნამცხვარი, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენ სააღდგომო პასკას. მასში უფრო მეტი რაოდენობითაა ჩირი. დესერტს ორიგინალურ გემოს სძენს ლიმნის და ფორთოხლის ცენდრა.

პანეტონეს უკვე არაერთგზის გამოცდილი რეცეპტი, „ლაივპრესს“ რესტორან „თომას ქოხის“ მთავარმა მზარეულმა და კონდიტერმა ნანა ყალიჩავამ გაუზიარა.

დაახლოებით 5 საშუალო ზომის პასკის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 550 გრამი ფქვილი; 20 გრამი მშრალი საფუარი; 50 გრამი კონიაკი; 200 გრამი ქიშმიში; 200 გრამი კარაქი; ერთი სუფრის კოვზი ლიმნის ცედრა, იმდენივე რაოდენობის ფორთოხლის ცედრა; 6 კვერცხის გული; 200 გრამი შაქარი; 180 მლ რძე და მწიკვი მარილი.

პირველ რიგში ვამზადებთ ცომის ასაფუებელ მასას: 180 მლ ნელთბილ რძეში ვამატებთ 20 გრამ საფუარს, 2 სუფრის კოვზ შაქარს და იმდენივე რაოდენობის ფქვილს. დაახლოებით 30 წუთით ვტოვებთ თბილ ოთახში და ვაცლით აფუებას. 200 გრამ ქიშმიშს ან სხვა ჩირს (თქვენი გემოვნებით) ვასხამთ კონიაკს და ვტოვებთ ასევე 30 წუთით.

6 კვერცხის გულს ვთქვეფთ 200 გრამ შაქართან ერთად, დაახლოებით 15-20 წუთი. ვამატებთ 200 გრამ დარბილებულ კარაქს, ვამუშავებთ მიქსერით ისევ 15 წუთის განმავლობაში. ვამატებთ კონიაკში ჩალბობილ ქიშმიშს, ლიმნის და ფორთოხლის ცედრას. ვამატებთ 550 გრამ ფქვილს და ვამუშავებთ ხელით, დაახლოებით 30 წუთი.

ცომი დაახლოებით 4-5 საათში აფუვდება, რომელსაც ვათავსებთ ჩვენთვის სასურველ ფორმებში, სადაც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ისევ ვაცლით აფუებას, შემდეგ კი ვაცხობთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. ცხობის დრო დამოკიდებულია პასკების ზომებზე. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პირველი აგროტურისტული
ფესტივალი გაიმართა.
16:32 / 23.08.2018
ჩხოროწყუში, მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე პირველი აგროტურისტული ფესტივალი გაიმართა.
16:01 / 05.10.2017
15:20 / 04.10.2017
17:13 / 07.09.2017
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი