პოლიტიკა
საოკუპაციო საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტი გაუქმდება [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საოკუპაციო საზღვარზე კიდევ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმებას გეგმავს. ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია გალის დაბალი ზონის სოფლებში ამჟამად მოქმედი, კიდევ ორი გადასასვლელის დახურვა.

„ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ 2016 წლისთვის კიდევ ორი პუნქტი დაიხუროს. ეს ინფორმაცია უკვე ეცნობა ყველა სოფლის გამგებელს. დაბალი ზონიდან ცენტრალურ გამშვებ პუნქტამდე (ენგურის ხიდი) მგზავრების გადასაყვანად შეძენილია ავტობუსი და შეკეთებულია გზები“, - აცხადებს თემურ ნადარაია.

გალის დე ფაქტო მმართველი, სწორედ ამ დროისთვის მოქმედი ნაბაკევი-ხურჩის და ოტობაია-ორსანტიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებად წოდებული გადასასვლელების დახურვას აპირებს. სამეგრელოს რეგიონში მოსახვედრად კი ამ გადასასვლელებით ყოველდღიურად ასობით მოქალაქე სარგებლობს.

საოკუპაციო საზღვართან არსებული გამშვები პუნქტების გაუქმების შესახებ ინფორმაცია, გალის რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ „ლაივპრესს“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში აცნობა. რესპოდენტები საუბრობდნენ, რომ დე ფაქტო მთავრობა გეგმავდა ყველა გადასასვლელის გაუქმებას, გარდა ენგურის ცენტრალური ხიდისა. მიუხედავად ამისა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები იმედს გამოთქვამდნენ, რომ გეგმა არ განხორციელდებოდა.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის ორშაბათის განცხადება მოსახლეობისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა. რესპოდენტები, რომლებსაც „ლაივპრესი“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებად წოდებულ გადასასვლელებთან ესაუბრა, ამბობენ, რომ თუ დე ფაქტო მთავრობა გადასასვლელებს გააუქმებს, თითქმის შეუძლებელი გახდება ზუგდიდში გადასვლა, რადგან ენგურის ხიდამდე ბევრად მეტი მანძილის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და ხარჯებს მოითხოვს.

ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე მიაწოდა აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხის განხილვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შეძლებენ:

„ამ ფორმატის მთავარი დანიშნულება ის გახლავთ, რომ როგორც მინიმუმ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს, გაუმარტივდეთ ცხოვრება და არა ის, რომ დაუმძიმდეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მომდევნო კვირას შევძლებთ იმას, რომ ჰუმანიტარულ ინტერესებზე ვისაუბროთ“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს თბილისში.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ მარტში შეიტანა ცვლილება „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ“ კანონში, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად „საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ შემცირებას გულისხმობს. დე ფაქტო მთავრობამ „ახალი კანონის“ აღსრულება აპრილიდან დაიწყო, როცა გამშვებ-პუნქტად წოდებული გადასასვლელები თაგილონი-შამგონა და ლეკუხონა-ფახულანი გააუქმა.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ აღნიშნული გადასასვლელების გაუქმებას შედეგი მოჰყვა. თემურ ნადარაიას სიტყვებით, გაიზარდა მგზავრთა რაოდენობა ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, რადგან ისინი საგუშაგოების შემცირების და რუსეთის სამხედროებს კონტროლის გაძლიერების შემდეგ, ვერ ახერხებენ შემოვლითი გზებით, „საზღვრის უკანონო“ კვეთას.

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად საოკუპაციო საზღვარზე მოქმედი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებად წოდებული გადასასვლელებით (ენგურის ხიდი, ნაბაკევი-ხურჩა, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ადამიანი სარგებლობს სამეგრელოს რეგიონში მოსახვედრად, იმდენივე ბრუნდება გალში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითმმართველობის
რეფორმა განახორციელა და რეალური დეცენტრალიზაციის და
22:10 / 11.03.2017
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა და რეალური დეცენტრალიზაციის და
გალის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ
დღეს, 5 მარტს,
14:23 / 05.03.2017
გალის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დღეს, 5 მარტს,
სამეგრელო სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც საქართველოს
რესპუბლიკის შემდგენლობაში
14:37 / 21.02.2017
სამეგრელო სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის შემდგენლობაში
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ცოტათი განსხვავდება იმ
დამოკიდებულებისგან, რომელიც ევროკავშირს და შენგენის ზონის ქვეყნებს
აქვთ აფხაზეთის მიმართ, - განაცხადა დე
14:53 / 24.11.2016
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ცოტათი განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რომელიც ევროკავშირს და შენგენის ზონის ქვეყნებს აქვთ აფხაზეთის მიმართ, - განაცხადა დე
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 20 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე
ანასიპი გუდაუთიდანაა. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.