პოლიტიკა
ჩაკეტილი საკონტროლო-გამშვები პუნქტები და მიმოსვლა ენგურის ხიდზე [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გალის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დღეს, 5 მარტს, ორსანტია-ოტობაიის და ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტები საბოლოოდ ჩაკეტა. არსებული ვითარების თანახმად, ადგილობრივ მცხოვრებლებს სამეგრელოში გადმოსვლა მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით შეუძლიათ. გალის ე.წ. დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობა ამბობს, რომ ზუგდიდში მოსახვედრად 20-45 კილომეტრის გავლა მოუწვეს, რაც დამატებით დროს და ხარჯს საჭიროებს.

„ლაივპრესი“ დილიდან იმყოფებოდა უკვე გაუქმებულ გადასასვლელებთან ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში და ხურჩაში. აქ ადგილობრივმა მცხოვრებმა, დოდო თორიამ გვითხრა, რომ რუსეთის სამხედროებმა გადასასვლელზე გამონაკლისის სახით, მხოლოდ ორი მგზავრი გაატარეს აფხაზეთის მიმართულებით.

ხურჩა-ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ფოტო: ლაივპრესი

პუნქტების შესაძლო დახურვა გალის მოსახლეობამ ჯერ კიდევ თებერვალში გააპროტესტა. მაშინ მოსახლეობა სოფელ ნაბაკვში და ენგურის ხიდთან შეიკრიბა. ამასთან, ადგილობრივმა მცხოვრებლემა შექმნეს საინიციატივო ჯგუფიც და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მიუხედავად პროტესტისა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მოუწოდა არ დაარღვიოს „სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების“ წესი და 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტანა ცვლილება „სახელმწიფოს საზღვრის შესახებ“ კანონში. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად საოკუპაციო საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. სოხუმმა ახალი კანონის აღსრულება ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო, როცა გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონთან და წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა.

ორსანტია-ოტობაიის საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ფოტო: ლაივპრესი

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ორსანტია-ოტობაია, -ფახულანი-საბერიო) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადიოდა სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან, გალში.

3 მარტს ზუგდიდში მყოფმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების უკუქცევა იქნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
11:47 / 24.05.2017
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
17:47 / 23.05.2017
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
სიტყვიერი დაპირისპირების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენელთა და მოქალაქეების
21:26 / 22.05.2017
სიტყვიერი დაპირისპირების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და მოქალაქეების
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
ზუგდიდის
21:54 / 18.05.2017
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.