პოლიტიკა
დეპუტატები სამეგრელოდან, რომლებსაც კანონპროექტის ინიცირება არ მოუხდენიათ
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობას არ წარუდგენიათ, მათ შორის არიან ოპოზიციონერი პარლამენტარები.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გამოცემა ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა, ერთ-ერთი ასეთი „ქართული ოცნებიდან“ მესტიის მაჟორიტარი ვიქტორ ჯაფარიძეა. ამბობს, რომ არ არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმად, შესაბამისი ვალდებულება ყველა დეპუტატს აქვს. ჯაფარიძის განმარტებით, თუკი საჭირო გახდება, პროექტს თავადაც მოამზადებს.

„არსად არ წერია, რომ გინდა თუ არა, ყველა დეპუტატმა ინიცირება მოახდინოს. საიდან მოიტანეთ? როგორ გგონიათ, ამდენი კანონპროექტის მიღება რომ ხდება, ამას პარლამენტის ერთი წევრი აკეთებს? ამას აკეთებს პარლამენტის უმრავლესობა“, - გვითხრა მან და განმარტა, რომ მომავალში გუნდთან ერთად მიწის კანონზე მუშაობას დაიწყებს.

ამ დრომდე საკანონმდებლო ინიციატივა არ მოუმზადებია წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასაც. მისი განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა წევრებთან ერთად არ მონაწილეობს პარლამენტის მუშაობის პროცესში. ამბობს, რომ სულ მცირე სამი პროექტი ახსენდება, რომლის ერთ-ერთი თანაინიციატორი თავადაც იყო. მაგალითად, საკანონმდელო ცვლილებების პაკეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ.

იმ პარლამენტარებს შორის, ვისაც ჯერ კანონპროექტის ინიცირება არ მოუხდენია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიაცაა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

„ქართული ოცნებიდან“ კანონპროექტი არ წარუდგენია ასევე ხობის მაჟორიტარ ირაკლი ბერაიას და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სულ ორი დეპუტატია, ვინც საკუთარი იდეები შესთავაზა პარლამენტს. მარტვილი-აბაშის მაჟორიტარ ოთარ დანელიას ექვსი საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას კი ხუთი.

მერაბ ქვარაიას მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები ეხება „საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანას, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს. ასევე, ცვლილებების შეტანას საბიუჯეტო კოდექსსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში.

„მომეცა შესაძლებლობა და რამდენიმე ინიციატივის თანამონაწილე გახლავართ. ვარ სადეპუტატო ჯგუფთან ერთად ინიციატორი ზოგიერთი პროექტის. ასევე კონსტიტუციის ინიციატივის თანამონაწილე. მე და გიორგი ლილუაშვილი (რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე) ერთად გახლავართ რამდენიმე ინიციატივის ავტორი“, - უთხრა „ლაივპრესს“ მერაბ ქვარაიამ.

მისივე განმარტებით, არ შეიძლება იმის თქმა, რომ საკანონმდებლო პროექტების ინიცირების რაოდენობა არის ერთადერთი განმსაზღვრელი დეპუტატის საქმიანობის, ან შეფასების განსაკუთრებული კრიტერიუმი. პარლამენტარისვე განცხადებით, მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ როგორც საკომიტეტო, ასევე ფრაქციის ფორმატში მუშაობა და ყოველდღიური საქმიანობაც საკმაოდ დატვირთულია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მერაბ ქვარაიას თქმით, მუშაობს სამინისტროების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურ კანონზე სოციალური მეწარმეობის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის სიახლე იქნება. ევროპული გამოცდილების შესასწავლად ისინი რამდენიმე ქვეყანაშიც იმყოფებოდნენ. კანონპროექტის ინიცირება სავარაუდოდ შემოდგომაზე მოხდება.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარმოდგენილ „ევროპული საქართველოს“ არცერთ წევრს - თენგიზ გუნავას, ლაშა დამენიას და ლელა ქებურიას დამოუკიდებელი წინადადებებით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავთ.

თენგიზ გუნავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მას საამისოდ არავითარი ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონია, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადეს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„რაღაცებს კიდევ ველოდებით. ბევრი რაღაც არის დაგროვილი. შიდა კონსულტაციებსაც გავდივართ და შემდეგ წარმოვადგენთ ჯგუფი, რამდენიმე დეპუტატთან ერთად“, - განმარტა პარლამენტარმა.

რაც შეეხება პარტიებს, პარლამენტისთვის წარდგენილი ყველაზე მეტი - 94 საკანონმდებლო ინიციატივა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, 15 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „მრეწველებს“ 5, „ევროპულ საქართველოს“ კი 2.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
19:25 / 19.09.2017
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების
შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ
თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
14:36 / 21.06.2017
გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალები ნაკლებად
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
11:47 / 24.05.2017
ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ,
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
17:47 / 23.05.2017
„ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი - ზუგდიდისთვის თვითმმართველი
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.