პოლიტიკა
გალის შეხვედრამ უცვლელი საკითხებით უშედეგოდ ჩაიარა
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც თბილისის დელეგაცია აყენებს. მათ შორის არის გასული წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების მოთხოვნა, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერც დღეს გამართულ შეხვედრაზე მოხერხდა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებენ თბილისის დელეგაციის მიერ დასმული სხვა წინადადებების გათვალისწინებაზეც.

გათავისუფლების მოთხოვნის მიუხედავად ამ დრომდე დრანდის ციხეში, კვლავ პატიმრობაში რჩებიან ზუგდიდის სოფელ რიყის მცხოვრები არჩიკო და პაატა როგავები. მამა-შვილი დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღრეებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აპრილში დააკავეს, მოგვიანებით კი ე.წ. სასამართლომ მათ პატიმრობა მიუსაჯა - არჩიკო როგავას თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, პაატა როგავას კი 2 წლითა და ექვსი თვით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ გალში შეხვედრის დასრულოების შემდეგ ენგურის ხიდთან მომლოდინე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგავების პარალელურად მოითხოვეს 24 აგვისტოს ასევე ანალოგიური ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მკვიდრის მანუჩარ წუშბაიას გათავისუფლებაც:

„ჩვენ მოვუწოდეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხები განხილულ იქნას მხოლოდ ჰუმანიტრაულ ჭრილში იმიტომ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ადამიანები პრობლემას არ წარმოადგენენ და თუ დე ფაქტო ხელისუფლებას ან რუსეთის საოკუპაციო ძალებს გარკვეული გამოწვევები აქვთ უსაფრთხოების მიზნით ამ ადამიანებთან ჩვენ მზად ვართ IPRM-ის შეხვედრების ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

გალში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში მოსწავლეებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. რეგიონის ქართულ სკოლებში უკვე მეორე წელია ქართული ისწავლება, როგორც უცხო ენა და მოზარდები განათლებას რუსულ ენაზე იღებენ. კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა შემაშფოთებელი ფაქტია:

„იმიტომ, რომ ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა, სწავლობდა მშობლიურ ენაზე და მომენტალურად ხდება ამ ენის ცვლილება მიმდინარე კურიკულიუმში, არის ცალსახა პრობლემა და ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული, რომ იწვევს გარკვეულ აკადემიურ პრობლემებს ამ მოსწავლეებისთვის. ამ ტემაზე ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურების მიერ უკვე მიწოდებული აქვთ ჟენევის შეხვედრის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე გაფრთხილებული არიან და შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაობენ რათა ეს პრობლემა აღმოიფხვრას“.

კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დეტალურად ისაუბრეს ე.წ. ბორდერიზაციის თემაზე, კონკრეტულად კი ზუგდიდის სოფელ ხურჩაში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე, რომლის შედეგადაც 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. სუს-ის თანამშრომლის სიტყვებით, შეიარაღებული პირების მიერ მავთულხლართებისა თუ სხვა ბარიერების უკანონო განთავსება ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით ცალსახად დიდი გამოწვევაა:

„დე ფაქტო ხელისუფლების, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების პოზიციაა, რომ თითქოსდა საოკუპაციო ხაზზე არსებობს საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის და ეს არის შეთანხმებული დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვალიდურ არგუმენტად ვერ მივიღებთ, რადგან ამ კონკრეტული ქმედებების შედეგად იზღუდება არა მარტო ადამიანების თავისუფლად გადაადგილების არამედ მათი უშუალო წვდომა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც ამუშავებდნენე“.

კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ საკითხები, რომლებიც გალის შეხვედრებზე ვერ წყდება, ოქტომბერში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ. გალის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი
ჯერ კიდევ გრძელდება.
17:48 / 10.10.2017
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს
არჩევანის გაკეთება
11:46 / 29.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.