პოლიტიკა
რატომ თანხმდებიან ან ამბობენ უარს გალელები ბინადრობის მოწმობის აღებაზე
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. დოკუმენტის მიღებაზე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილი.

ირმა სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. ის ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით ზუგდიდში ხშირად გადმოდის. ამბობს, რომ იძულებული გახდა ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთები ჩაებარებინა.

„მე პირადად უკვე ჩავაბარე, მაგრამ ორი თვე მაინც ჭირდება, რომ მოვიდეს პასუხი უარყოფითი ან დადებითი. როგორც ასეთი სანამ ამ საბუთებს არ ჩააბარებ არ გვიგრძელებენ გადმოსასვლელ საბუთს. მე პირადად წალენჯიხელი ვარ და დამჭირდა დაბადების მოწმობაც და ქორწინების მოწმობაც. როცა მოვა ბინადრობის მოწმობა, გააუქმებენ ფორმა ცხრას. თანხას რაც შეეხება, როცა მოვა ის საბუთი უნდა დაახლოებით ორმოცი ლარი. საქართველოს მოქალაქე ვინც არის იმას არცერთს არ აძლევენ პასპოპრტს“, - გვითხრა ირმამ.

სოფელ ნაბაკევის მკვიდრი, ჯამბული ამბობს, რომ გალელების უმრავლესობა, ვისთანაც მას უსაუბრია, ბინადრობის მოწმობის აღებაზე უარს ამბობს. რესპონდენტის თქმით, მოსახლეობაში გარვცელდა ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ცნობა, ბინადრობის მოწმობის ალტერნატიული დოკუმენტის შესაძლო შემოღებაზე.

„ამ საბუთით არ შეიძლება პირადი დოკუმენტის ცნობა, პირადი ქონების ქონა. არ გაქვს უფლება უძრავი ქონების გაყიდვის და მოკლედ გარკვეული შეზღუდვებია. ამიტომ ამ საბუთის აღებას ჯერ მასიური სახე არ აქვს“, - ამბობს შუახნის მამაკაცი.

აფხაზეთში ბინადრობის მოწმობასთან ერთად ახალი „აფხაზური პასპორტის“ გაცემაც დაიწყო, თუმცა ის საქართველოს მოქალაქეზე არ გაიცემა. პარალელურად შეწყდა „ფორმა ცხრის“ გაცემა, რითაც „პასპორტის“ არმქონე პირი სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას ახერხებდა. ამჟამად გალის ადმინისტრაცია მანამდე გაცემულ ფორმა ცხრას ვადას ორი თვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახანგრძლივებს, თუ მოქალაქე ბინადრობის მოწმობაზე განაცხადებს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პასპორტის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2015 წელს პროკურატურამ გალში „გაყალბებული პასპორტები“ ამოიღო. მაშინ დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ გალის საპასპორტო განყოფილების თანამშრომლებმა „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი“ დაარღვიეს და გალის მცხოვრებლებზე უკანონოდ გასცეს პასპორტი.

ამასთან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის 30 მარტს მიიღო „კანონი“, რომელიც რეგიონში მცხოვრები „აფხაზეთის მოქალაქეობის არ მქონე პირის“ სამართლებრივ სტატუსს განსახზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, დროებითი ბინადრობის მოწმობა მიენიჭება მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არქონის მიზეზით ეკრძალებოდათ „არჩევნებში“ მონაწილეობის მიღებაც.

„ბინადრობის მოწმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია. ის იძლევა აფხაზეთში გადაადგილების და მის საზღვრებს გარეთ - საქართველოს რესპუბლიკაში - გადაადგილების საშუალებას, რაც მათ (გალელებს) ძალიან აწუხებთ. ბინადრობის მოწმობის ნიმუშები უკვე გადაეცათ მესაზღვრეებს და ის ჭორები, რომ თითქოს ამით არ შეიძლება გადასვლა, უბრალოდ, მოგონილია“, - უთხრა ჟურნალისტებს ივლისში გალის დე ფაქტო საპასპორტო-სავიზო განყოფილების უფროსმა ედუარდ მანარგიამ.

იმისთვის, რომ მოქალაქემ ბინადრობის მოწმობა მიიღოს, აფხაზეთში 1995 წლიდან უნდა ცხოვრობდეს. მოქალაქემ გალის მილიციაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საცხოვრებლის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოს. ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტები თარგმნილი უნდა იყოს რუსულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

რესპონდენტების თხოვნით, სტატიაში მათი გვარები გამოყენებული არ არის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს
არჩევანის გაკეთება
11:46 / 29.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც
შარშან, მარტის
12:54 / 27.09.2017
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც შარშან, მარტის
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის
შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
19:25 / 19.09.2017
გალში, ინციდენტრების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე უცვლელი რჩება განსახილველი მთავარი საკითხები, რომელსაც
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში
საკანონმდებლო
18:29 / 13.07.2017
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.