პოლიტიკა
რომელი პარტიებით დაკომპლექტდება საკრებულოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებიც უკვე ცნობილია. შესაბამისად ისიც, თუ რომელი პარტიებით დაკომპლექტდება საკრებულოები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. ეს ის პოლიტიკური სუბიექტებია, ვინც 4%-იანი ბარიერი გადალახეს.

< ზუგდიდი >

ზუგდიდის საკრებულო სამი პარტიით იქნება წარმოდგენილი. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 56,99%-მა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების 24,67% აქვს, „ევროპულ საქართველოს“ კი 11,05%.

რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, მათი მონაცემები ასე გამოიყურება: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 1,87%, „რესპუბლიკური პარტია - 0,43%, დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1,7%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,04% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 1,2%.

< წალენჯიხა >

წალენჯიხის საკრებულო ზუგდიდისგან განსხვავებით, ოთხი პარტიით დაკომპლექტდება. აქაც მმართველი პოლიტიკური ძალა ლიდერობს 52,89%-ით. მას მოსდევს ენმ - 22,93%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“. მას ხმების 12,2% აქვს. რაც შეეხება მეოთხე პარტიას, წალენჯიხის საკრებულოს პირველად ეყოლება წევრები „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“. პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 5,01% მიიღო.

სხვა პოლიტიკური სუბიექტების მონაცემები ასეთია: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 1,47%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,19%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,09% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 3,17%.

< ჩხოროწყუ >

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ უფრო მეტი პარტიით იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ზუგდიდის და წალენჯიხის. აქაც პირველ სამ ადგილს „ქართული ოცნება“ – 53,65%-ით, ენმ - 23,89%-ით და „ევროპული საქართველო“ ინაწილებენ 6,79%-ით.

ჩხოროწყუს წინა მოწვევის საკრებულოს მსგავსად, ახლად არჩეულ საკრებულოშიც ეყოლება წევრი „პატრიოტთა ალიანსს“, უფრო შესუსტებული მხარდაჭერით. პარტიას ხმა მისცა მოქალაქეთა 4,35%-მა, როცა 2014 წელს ამ მონაცემმა 6,22% შეადგინა. ამავე საკრებულოში იქნება ახლადშექმნილი „შენების მოძრაობაც“, რომელმაც ამომრჩეველთა 4,32% მიიღო.

სხვა პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 2,09%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%, „რესპუბლიკური პარტია“ - 2,5%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1,54% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 0,74%.

< ფოთი >

ფოთის საკრებულო კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტებით, ვიდრე ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში.

პირველ სამ ადგილს წინა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აქაც „ქართული ოცნება - 51,48%-ით, ენმ - 15,26%-ით და „ევროპული საქართველო“ ინაწილებენ 11,59%-ით.

მეოთხე პოზიციაზეა „შენების მოძრაობა“, რომელმაც მოსახლეობის 6,47%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მას მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ 5,49%-ით, როცა ამ პარტიას წინა მოწვევის საკრებულოში ამომრჩევლის 14,66%-მა მისცა ხმა.

ბარიერი გადალახა და ახლად არჩეულ საკრებულოში მოხვდება „ლეიბორისტული პარტიაც“. საარჩევნო სუბიექტს ნდობა მოქალაქეების 4,3%-მა გამოუცხადა. ფოთის საკრებულოში იქნება ასევე წარმოდგენილი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ - 4,4%-ით.

სხვა პარტიების შედეგები ასეთია: „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას“ 0,77% აქვს, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ კი ხმების 0,12% მიიღო.

< ხობი >

ხობის საკრებულო ოთხი პარტიით დაკომპლექტდება. ხმების უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს, რაც 52,61%-იან მხარდაჭერაში გამოიხატა. მეორე პოზიციაზე ნაციონალური მოძრაობაა 17,02%-ით. მესამე ადგილზე „ევროპული საქართველო“ - 13,78%-ით. „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმების 4,22% აქვს.

დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მონაცემები ასე გამოიყურება: „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“ - 3,64%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის 0,21%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 3,79%, „მემარცხენე ალიანსი“ - 1,09%, „შენების მოძრაობა“ - 2,6%, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 106 0,72%, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ - 0,26%,

< მარტვილი >

მარტვილის საკრებულო ხუთი პარტიის წევრებით იქნება წარმოდგენილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 40,09% მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო. მას ენმ მოსდევს 27,78%-ით. მესამე პოზიციაზეა „ევროპული საქართველო“, რომელსაც მხარი 10,79%-მა დაუჭირა. წალენჯიხის, ჩხოროწყუს და თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოების მსგავსად, „პატრიოტთა ალიანსი“ მარტვილის საკრებულოშიც მოხვდა. პარტიამ ხმების 7,23% მიიღო. ამავე საკრებულოში იქნება  „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, რომელმაც ბარიერი გადალახა და 6,47% აქვს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა: „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - 0,5%, „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“ - 3,12%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ 0,16%, „რესპუბლიკური პარტია“ - 2,42% და „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1,37%.

< სენაკი >

სენაკის საკრებულო ოთხი პარტიით იქნება წარმოდგენილი. აქ ხმათა 51,07% „ქართულ ოცნებას“ აქვს. მეორე ადგილზეა ენმ 25,03%-ით. მესამე პოზიციაზე „ევროპული საქართველო“, რომელმაც 12,49%-იანი მხარდაჭერა მიიღო, „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ამომრჩევლის 4,31%-იანი მხარდაჭერა.

საკრებულოს მიღმა დარჩნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“ - 1,27%, „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%, „მემარცხენე ალიანსი“ - 1,21%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,65%, „შენების მოძრაობა“ 1,19% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 0,65%.

< აბაშა >

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, აბაშის საკრებულო ექვსი პოლიტიკური სუბიექტით დაკომპლექტდება. უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნება“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 51,35% მიიღო. მას მოსდევს ენმ 23%-ით. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ 7,93%-ით. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, აბაშის საკრებულოში მოხვდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“. მას 4,02%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამავე საკრებულოში იქნება „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“, რომელსაც ნდობა მოსახლეობის 4,12%-მა გამოუცხადა. ბარიერი გადალახა „პატრიოტთა ალიანსმაც“. მას 4,86% აქვს.

სხვა პარტიების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: „განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის“ - 0,08%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1,93%, „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ - 1,93% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 0,69%.

< მესტია >

მესტიის საკრებულოში ყველაზე მეტი დეპუტატი სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, რომელმაც მოსახლეობის 59,28%-იანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე პოზიციაზე სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით „პატრიოტთა ალიანსია“. პარტიას 12,91% აქვს და ამ მონაცემებით უსწრებს მესამე პოზიციაზე მყოფ „ევროპულ საქართველოს“ - 12,55% და ენმ-ს 7,59%.

საკრებულოს მიღმა დარჩნენ შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი -საქართველო“  2,95%, „რესპუბლიკური პარტია“ - 1,22%, „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2,46% და „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ - 1,01%,

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. მოსახლეობამ ქვეყნის მასშტაბით 64 მერი და ამდენივე საკრებულოს 2 058 წევრი აირჩია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი
ჯერ კიდევ გრძელდება.
17:48 / 10.10.2017
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს
არჩევანის გაკეთება
11:46 / 29.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც
შარშან, მარტის
12:54 / 27.09.2017
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც შარშან, მარტის
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.