პოლიტიკა
ზუგდიდში 60 მღვდელმსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გაათავისუფლეს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტები გახშირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წვევამდელები, რომელთაც რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წევრობის დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგინეს, გათავისუფლდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან.

„2017 წელს (საშემოდგომო გაწვევა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 6 წვევამდელმა თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს რელიგიური მოტივით, ხოლო 2018 წელს (18 აპრილის მდგომარეობით) ზემოაღნიშნულ სამსახურს იმავე მოტივით თავი აარიდა 54-მა წვევამდელმა“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ მერიაში.

ზუგდიდის სოფელ რუხში მცხოვრები 18 წლის ნუგზარ აფრიდონიძეც ერთ-ერთი მათგანია, ვინც მღვდელმსახურის წოდების გამო ჯარში არ წავიდა.

სენაკის სამხედრო ბაზა. ფოტო: "ლაივპრესი"

„მე ვარ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი. ჩემი სურვილი იყო რომ ამ ორგანიზაციაში შევსულიყავი, ამიტომაც არ წამიყვანეს ჯარში. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - უთხრა „ლაივპრესს“ წვევამდელმა.

რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ გასული წლის აპრილში დააფუძნა. ის ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. საამისოდ სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასა გასცემს. სასულიერო წოდების მქონე წვევამდელები კი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გადავადებას ახერხებენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ 4000 წევრი გათავისუფლდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ორგანიზაციის მთავარმა მღვდელმსახურმა ნიკა ობოლაძემ.

ნიკა ობოლაძე. ფოტო მისი ფეისბუკ გვერდიდან

„სინამდვილეში ქვეყანაში არის არა სამხედრო, არამედ ძალადობრივი საყარაულო სამსახური. წვევამდელთა სამი მეოთხედი მიდის არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ შინაგან საქმეთა დაწესებულებებში, სადაც ისინი დარაჯები არიან. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ახალგაზრდებს, გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლებები“, - გვითხრა ნიკა ობოლაძემ.

თავის მხრივ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გასული წლის მაისში დაიწყო მუშაობა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე. მოქალაქეებმა, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, შესაძლოა ალტერნატიული სამხედრო სამსახური გაიარონ.

„შეიქმნა ხელოვნური ინსტრუმენტი კონსტიტუციური ვალებულებისაგან თავის ასარიდებლად. ეს არის ხელოვნურად შექმნილი, არის მცდელობა იმისა, რომ კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ, ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში მოხდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე“,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გასულ წელს კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე.

ირაკლი სესიაშვილი. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ინიციატივაზე მუშაობა საქართველოს პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად დაიწყო. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

თავის მხრივ, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური ამბობს, რომ ახალი კანონის მიღების შემთხვევაშიც მისი ორგანიზაციის წევრები ალტერნატიულ სამსახურს გაივლიან.

„სამსახურისთვის თავის არიდება რელიგიური მოტივით არასწორი ფორმულირებაა. ეს ნიშნავს, რომ შენი რელიგია გიკრძალავს იარაღის ხელში აღებას. ამას ჩვენი რელიგია არ კრძალავს. „ბიბლიური თავისუფლება“ შეიქმნა კანონის სრული დაცვით და სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება ჩაერიოს ჩვენს საქმიანობაში რამდენი მღვდელი უნდა გვყავდეს და რამდენი ეპისკოპოსი. ჩვენი მღვდელმსახური იყენებს კანონით მონიჭებულ უფლებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ, ისევე როგორც სტუდენტი, ისევე როგორც ორი შვილის მამა და ა.შ“, - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

მისივე თქმით, წვევამდელების რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება ამჟამადაც მიმდინარეობს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი
15:33 / 24.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი






ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.
15:28 / 23.10.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა.






აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი
ჯერ კიდევ გრძელდება.
17:48 / 10.10.2017
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.






ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს
არჩევანის გაკეთება
11:46 / 29.09.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ზუგდიდელებს არჩევანის გაკეთება
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.