რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში გზის რეაბილიტაცია იგეგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემო ჩხორიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდება. ჩხორიაში, სათოდუოსა და ზემო ჩხორიას უბნებში გზა გაუვალია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1603 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით სარგებელს წელიწადში 6000 ადამიანი მიიღებს.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 307 568 ლარია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს