რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, შპს „ზუგდიდაგროსერვის“-თან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებენ. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.

შეწამვლის ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურებისთვის 1 421 300 ლარი და 7 ტონამდე საწვავი გამოიყო, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ 1,5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცათ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, შპს „ზუგდიდაგროსერვის“ ხელმძღვანელმა ლერი დოჩიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი თოდუამ, „ფერეროს“ წარმომადგენლებთან ერთად მაღალი ეფექტურობის საწამლი აპარატები ასოციაციის წევრ ფერმერებს საჩუქრად გადასცა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს დაიწყო და ეტაპობრივად 48 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ