რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შეხვდა
პროექტის უფრო ახლოს ხალხთან“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ლაშა გოგია ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობამ ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის პრობლემა დაასახელა.

ლაშა გოგიას განმარტებით, აღნიშნულ გზაზე ტენდერი დღეს გამოცხადდება და მიმდინარე წელს 273 000 ლარის ღირებულების ცენტრალური გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მოსახლეობამ, აგრეთვე გამგებელს გამსახურდიას და კოლია ლომაიას ქუჩებზე გარე განათების პრობლების მოგვარების თხოვნით მიმართა. გარე განათების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. არსებულ ბოძებზე ლამპიონების დამონტაჟების პროექტირებაზე ტენდერი მზადდება.
შეხვედრაზე, მოქალაქებმა გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამებზე მოისმინეს, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს „უფრო ახლოს ხალხთან“. დღეს ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შევხვდით, 30-მდე ბენეფიციარს გავესაუბრეთ და მათი პრობლემები მოვისმინეთ. იყო საკითხები რომლის მოგვარებაც ადგილზე შევძელით, ზოგი საკითხი კი ეტაპობრივად მოგვარდება“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის