რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, მოადგილეებთან, ქალაქ ზუგდიდის მერთან ირაკლი გოგოხიასთან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულ ბადრი ბერანძისა და დათო ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ომში გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას სახელობის სკვერში მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები დაათვალიერეს.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან, აგვისტოს ომიდან, 9 წელი გავიდა. ეს იყო ომი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა და ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლისღვრა აღარასოდეს განმეორდეს და ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. ქედს ვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლას შეეწირა“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

დათო ჯიქიას ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობა 1000 ლარს ჩაურიცხავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
18:51 / 14.12.2017
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.