რეკლამა
გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე შონია წარადგინა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, კუნძულის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატი, თორნიკე შონია წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“საშუალება მქონდა, გავცნობოდი მმართველი გუნდის და ხელისუფლების გეგმებს ფოთთან დაკავშირებით. მათ სურვილი აქვთ, ფოთი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ქალაქად აქციონ. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიმეღო. ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენს მაჟორიტართან ერთად, პირველივე დღიდან ძირეულად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ქალაქს და კონკრეტულად ამ უბანს აწუხებს. გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ასევე აუცილებლად ვიზრუნებთ ქალაქის იერ-სახეზე”, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ქალაქში მოგვარდება მრავალწლიანი და ყველაზე მწვავედ გამოკვეთილი პრობლემები - მოწესრიგდება ინფარსტრუქტურა, დაიწყება ფოთში შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა და წყალლარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია. ასევე, გაგრძელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტკომპლექსი სპა სალონებით და ფიტნეს დარბაზებით.

„გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას, გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა და საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის განვითარებაში”, - განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული