რეკლამა
ფოთის მერობის კანდიდატი მალთაყვის უბნის მოსახლეობას შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მალთაყვის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი თორნიკე კირთაძე წარუდგინა.

„ეს ადამიანი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოში ყველა იმ პრობლემის გამზიარებელი იქნება, რომელიც თქვენს უბანში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებს“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ კანდიდატის წარდგენისას.

„ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი მოსახლოებას იმ ოთხწლიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომლის სამოქმედო გეგმაც უკვე შემუშავებულია.

„ფოთის მთავარი სიმდიდრე მისი სანაპირო ზოლია. წლების განმავლობაში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა, ხოლო 2015 წელს ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, სწორედ ამ უბანში, მასშტაბური პროექტის - მალთაყვის ბულვარის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ პროექტების ნუსხაში მოექცა. ამჟამად, შესრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. სანაპიროს რეაბილიტაცია გაგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შვიდკილომეტრიანი ქვიშის სანაპირო ზოლი ექნება“, - განაცხადა ფოთის მერობის განდიდატმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ფოთის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სივრცით მოწყობასა და ფოთის ურბანულ განახლებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ყურადღება ასევე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ