რეკლამა
ლაშა გოგია: რუხში-რიყე-ტყაიას გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია რუხის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი თოდუა წარუდგინა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„რუხი, ერთ-ერთი სტრატეგიული სოფელია, სადაც უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. აქ ჩვენ მრავალპროფილიანი მულტიფუნქციური საავადმყოფო ავაშენეთ, რომელიც 220 ადგილიანია და მომავალ წელს გაიხსნება. საავადმყოფოს მედპერსონალი გადამზადებას საზღვარგარეთ, ცნობილ კლინიკებში გაივლის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს რუხი სავაჭრო ცენტრს, სადაც ასევე ფუნქციონირებს იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრი და ემსახურება, როგორც ადგილობრივებს, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. „ვიცი რომ თქვენთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას საბავშვო ბაღი წარმოადგენს, რომელის პრობლემასაც მოვაგვარებთ და თქვენ ახალი საბავშვო ბაღი გექნებათ. მოხდება აბასთუმანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ( ზაურ თოდუას ქუჩა), 2018 წელსვე დაიწყება რუხი-რიყე-ტყაიას გზის რეაბილიტაცია“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.

#ლაშაზუგდიდისთვის #ლაშაგოგიამერად
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 
10:05 / 05.07.2018
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 
10:01 / 05.07.2018
"დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის






აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცვლებს.
09:57 / 05.07.2018
აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცვლებს.






იტალიაში ქალაქ რომში ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში
11:27 / 29.06.2018
იტალიაში ქალაქ რომში ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე