რეკლამა
ზუგდიდში ბაღის პედაგოგთა ხელფასები და ბავშვთა კვების რაციონი გაიზრდება
ზუგდიდში საბავშვო ბაღის მასწავლებლებს მომავალი წლიდან ხელფასები გაებრდებათ, ბაღებში იზრდება ბავშვთა რაციონისთვის გამოყოფილი თანხაც, ბაღის მოსწავლეები კი მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ - ახალი ინიციატივები ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პედაგოგებს გააცნო.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განცხადებით, ბაღის მასწავლებელთა ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება. მომავალი 4 წლის განმავლობაში კი მოხდება 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

„განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მით უფრო სკოლამდელი აღზრდა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის! ეს ასე არ იყო, ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოჯახებს უწევდათ ყოველთვიური გადასახადის გადახდა, თუმცა 2013 წლიდან ბაღებში კვება გახდა უფასო და ბავშვთა კონტიგენტიც საგრძნობლად გაიზარდა.

თქვენ გაქვთ ტიტანური შრომა, მაგრამ ეს არ არის სათანადოდ დაფასებული, თუმცა მომავალი წლიდან თქვენი ხელფასები გაიზრდება და ამისთვის ვმუშაობთ.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების თანხა თითოეულ აღსაზრდელზე 26-დან 35 ლარამდე გაიზარდა. ამით მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბავშვების კვების რაციონი. თუმცა ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და ბავშვთა კვების რაციონისთვის განკუთვნილი თანხები მომავალი წლებიდან გაიზრდება.

ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ საბავშვო ბაღბის ინფრასტრუქტურას. ახალი 2 სართულიანი, თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა ახალკახათში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: ქალაქის N 10, N 12 და N 13 საბავშვო ბაღებს. ასევე რეაბილიტირდა კოკის ხურჩას, ორსანტიის, კახათის, ზედაეწერის, ნარაზენის ნომერ მეორე საბავშვო ბაღები. ყველა ბაღი აღიჭურვა სამზარეულოს ინვენტარით და ახალი სათამაშოებით.

ამჟამად მიმდიბნარეობს ქალაქში N 4 საბავშვო ბაღი სრულის რეაბილიტაცია, N2 ბაღი კი ავარიული იყო, ამიტომაც დავანგრიეთ და მის ადგილზე შენდება ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობისთვისაც 1 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

2013-2016 წლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა დარჩელის, ზედა ეწერის, ინგირის, ორსანტიის, ორულუს, ოქტომბრის, რიყის, რუხის, ყულიშკარის, ტყაიას, ჭაქვინჯის N1, ჭითაწყარის, ინგირის N2, კახათის („რწმენა“), კოკის, აბასთუმნის, ანაკლიის და ხურჩის საბავშვო ბაღებს, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქის 10 საბავშვო ბაღს.

#ლაშაზუგდიდისთვის #ლაშაგოგიამერად
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის