რეკლამა
ირაკლი ხმალაძე: დარწმუნებული ვარ, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ენერგეტიკის სფეროში, ასეთივე წარმატებულები ვიქნებით თბილისის მერიაში
თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი,ირაკლი ხმალაძე, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის მადლობას უხდის და მერიის ახალი გუნდის წარმატებებში დარწმუნებულია.

„მე მისი მოადგილე ვიყავი ენერგეტიკის სამინისტროში და დარწმუნებული ვარ, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ენერგეტიკის სფეროში, ასეთივე წარმატებულები ვიქნებით თბილისის მერიაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოება დეტალურად გაეცნო იმ მიმართულებებს, რაც ქალაქში აქტუალურია და რის მოგვარებასაც თბილისის ახალი ხელმძღვანელობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აპირებს.

როგორც ვიცე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველა მიმართულება თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება სოციალურ საკითხებს, სატრანსპორტო და საგზაო პროექტებს, საცობებს, გარემოს დაცვას, მშენებლობას, ქალაქის ურბანული პოლიტიკის სწორი განვითარება და ა.შ.

„ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და ამ გამოწვევას, რასაც ქალაქის პრობლემებთან შებრძოლება ჰქვია და დედაქალქის საკრებულოში დამტკიცების პროცედურების გავლის შემდეგ, მომავალი კვირიდან, როდესაც მთავრობა სრული შემადგენლობით შეიკრიბება, თითოეულ მიმართულებაზე მუშაობას დავიწყებთ“, - განაცხადა ხმალაძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12
სოფელში
13:21 / 28.07.2018
მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში






სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას
საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით,
სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა
დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი,
მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია
შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში
არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.

მედიაპროდუქტი მომზადებულია
13:17 / 28.07.2018
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.

მედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკისრესურსცენტრი" –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოაარწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.







დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლა აქტიურ
რეჟიმში გრძელდება.
13:11 / 28.07.2018
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი