რეკლამა
სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2017 წლის აპრილში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, რომელიც დაფინანსებულია ა.შ.შ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. მცირე საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული სწავლების პრაქტიკის გაძლიერება და კარგი მაგალითების გავრცელება პროფესიული განათლების სექტორში.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს სამეწარმეო სწავლების გაძლიერებას არაფორმალურ განათლებაში. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში არსებული სამეწარმეო განათლების მოდულის სწავლებას ამბროლაურის და სენაკის ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ცენტრებში, რისთვისაც შეიქმნა ზრდასრულთა არაფორმალურ სწავლებას მორგებული საპილოტე მოდული.

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამეწარმეო განათლების მოდულის აღიარების გზამკვლევი, რომელიც დაფუძნებულია „ათასწლეული გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ამავე პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავებულ კონცეფციაზე.

საქართველოში დაიწყო არაფორმალური/ ინფორმალური განათლების აღიარების უმნიშვნელოვანესი პროცესი. თუმცა ის განიცდის გამოცდილი კადრების და მეთოდოლოგიური რესურსების ნაკლებობას. ამგვარად, აღნიშნული გზამკვლევი ხელს შეუწყობს არაფორმალური/ ინფორმალური განათლების აღიარების სისტემის დახვეწას.

ასევე შემუშავდა სამეწარმეო სწავლების მოდული არაფორმალური განათლებისთვის და მეთოდოლოგიის დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის. მოდული ეფუძნება მეწარმეობის სწავლების ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს - ბიზნეს კანვას მოდელი (Business Model canvas), დიზაინერული აზროვნება (design thinking) - რაც მიიჩნევა საუკეთესო საშუალებებად ზრდასრულების და ახალგაზრდების სწავლებისთვის.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გადამზადდა 10 მასწავლებელი, მათ შორის თითო -თითო შეირჩა ამბროლაურის და სენაკისა ზრდასრულთა / სათემო განათლების ცენტრებში ტრენინგების ჩასატარებლად.

სექტემბრის თვიდან ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარეობს ტრენინგები, სამეწარმეო კურსს გადის 14 მეწარმეობით დაინტერესებული მსმენელი. სენაკში კი - 10. პროგრამის ამოცანაა კურსდამთავრებულისათვის მეწარმის უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში, სტრუქტურურებაზე და ა.შ. კონსულტაციებს უტარებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია “C-team”.

სამეწარმეო პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის პროექტი ითვალისწინებს ბიზნეს იდეების კონკურსს, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება სამი საუკეთესო ბიზნეს იდეა (იხილეთ Jobs.ge-ზე და work.ge-ze). საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორები დაჯილდოვდებიან დასკვნით კონფერენციაზე.

რეგიონებში პროექტის პრეზენტაციებმა, შეხვედრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან ცხადყო, რომ პროექტი ზუსტად პასუხობს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. სამეწარმეო განათლების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით ზრდასრულებს შორის, რადგან მათ აქვთ საინტერესო ბიზნეს-იდეები, თუმცა არასაკმარისი ცოდნა და ინოვაციების ნაკლებობა მთავარ გამოწვევებად რჩება. ამ გამოწვევებს კი კარგად პასუხობს პროექტის მიზნები და ამოცანები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული