რეკლამა
ზუგდიდში 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამ დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში, კონფერენცია გამართა, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა.

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მუნიციპლიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, მედიის, სამედიცინო სფეროსა და არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

,,დღეს მსოფლიო უკვე 29-ჯერ აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 3 ათეული წლის მანძილზე ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის მიუხედავად შიდსის პრობლემა თავის აქტუალობას არ კარგავს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს თემა მწვავედ შეეხო, რასაც შესაბამისი სტატისტიკა ადასტურებს. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიესალმება საპილოტე სკრინინგული პროგრამის დაწყებას და მიმართავს თავის ძალისხმევას მისი აქტიური მხარდაჭერისთვის. მზად ვართ მოვისმინოთ ყველა ის ხედვა და შეფასება, რომელიც ამ დაავადებასთან ბრძოლის სწორი სტრატეგიული გზის არჩევაში დაგვეხმარება”-აღნიშნა კონფერენციაზე ლაშა გოგიამ.

კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ზუგდიდის მერიის ჰოლში მოეწყო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე, რომელიც ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ უზრუნველყო.

ტესტირება მოქალაქეებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც ჩაიტარეს.
ცნობისათვის, პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ 1988 წელს დააწესა გაერომ. მაშინ შიდსი ახალი, სულ რამდენიმე წლის “აღმოჩენა” იყო. შიდსთან ბრძოლის დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
18:51 / 14.12.2017
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.