რეკლამა
ზუგდიდი ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა
თბილისში, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის „სუფთა რეგიონში“-ს დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოების ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, ვიცე მერი გია გულორდავა და ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავება“-ს დირექტორი ნუგზარ მალაშხია ესწრებოდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ის ხუთ ნომინაციაში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოევლინა ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, სოფელი და ლამაზი ეზო. ამ ეტაპისთვის კონკურსი დასრულდა და მის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გამოვლინდა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ნომინაციაზე ყველაზე „სუფთა ქალაქი“ შერჩეულ იქნა ზუგდიდი, „სუფთა სოფელი“ სოფელი ორსანტია გახდა, ხოლო ნომინაციაში „ლამაზი ეზო“ დასახელდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანიდან პაატა გოგელიას და მერაბ ჭკადუას ეზოები, ასევე ზუგდიდიან გაიმარჯვა კახა დარასელიას ეზომ. საქართველოში საუკეთესო დასუფთავების ცენტრის ხელმძღვანელად „ზუგდიდდასუფთავების“ უფროსი ნუგზარ მალაშხია დასახელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდი ეხლაც და მომავალშიც იყოს ყველაზე სუფთა და წარმატებული მუნიციპალიტეტი, ამისთვის კი ძალისხმევას არ დავიშურებთ. ზუგდიდი ყოველთვის იქნება მისაბაძი“ - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

დაჯილდოების ცერემონიალს შვედეთის ელჩი, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა lll“ ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს
ურთასა და
18:53 / 14.12.2017
პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, დღეს ურთასა და
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
18:51 / 14.12.2017
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში არსებული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.