რეკლამა
ზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა
პროექტ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ,,ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“, საუკეთესო 5 მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს, დავით ჭანტურიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.

კვლევის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენელმა გიორგი ტოკლიკიშვილმა წარუდგინა. მან ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტების საერთო რეიტინგისა და საბოლოო ანგარიშის შესახებ, მიმდინარე წელს, ონლაინ პლატფორმის -WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

ღონისძიების ფარგლებში, 2017 წლის ყველზე მაღალი შედეგის მქონე 5 მუნიციპალიტეტი რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და ზუგდიდი სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

მუნიციპალური ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შეფასება 15 მაისიდან 15 ივლისამდე პერიოდში, მოხდა. კვლევა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ 71 მუნიციპალიტეტში ჩაატარა.

კვლევის მიმდინარეობისას შემფასებლის სტატუსით, პროცესში მონაწილეობა ათი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21-მა წარმომადგენელმა მიიღო.

პროექტს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი’’, ფონდის ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია, საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 
10:05 / 05.07.2018
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 
10:01 / 05.07.2018
"დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის






აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცვლებს.
09:57 / 05.07.2018
აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცვლებს.






იტალიაში ქალაქ რომში ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში
11:27 / 29.06.2018
იტალიაში ქალაქ რომში ჩატარდა სემინარი სოფლის მეურნეობაში
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე