რეკლამა
სენაკში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას ფინკა ბანკის კლიენტებისთვის. ამჯერად ტრენინგი სენაკში გაიმართა და მას ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე მომხმარებლები დაესწრნენ.

ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენებაა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

ტრენინგს ფინკა ბანკის 30 მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ტრენინგის მონაწილე აკაკი ჯინორიძეს თქმით, ტრენინგი მას დაეხმარება, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახადოს საქმიანობა.

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ტრენინგი ეხმარებათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მიიღონ ახალი ცოდნა და პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათი ყოველდღიურ საქმიანობაში აქვთ. „დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას“.

ფინკა ბანკის სენაკის სერვის ცენტრის მენეჯერმა, მამუკა საფარიძემ მომხმარებლების მიერ ფინანსების სწორად მართვის ცოდნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრენინგი მათ ხელს შეუწყობს უკეთესად განავითარონ ბიზნესები. „ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. ამ ტრენინგის შემდეგ მათ დაინახეს რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითრებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევა, სესხის გააზრებულად აღება და ბანკთან ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ დღეის შემდეგ ჩვენი კლიენტების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.“

პროექტის ფარგლებში 100-მდე მეწარმეს ექნება საშუალება დაესწროს ტრენინგების კურსს, შემდეგი შეხვედრა, თებერვალში, ბათუმსა და თელავშია დაგეგმილი.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სომხეთის
დედაქალაქ ერევანში ჩატარდა მე-3 ეტაპი სემინარების,
17:23 / 13.11.2018
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა მე-3 ეტაპი სემინარების,
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი