რეკლამა
„GHGA აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და წამლობის პროგრამა“ და მეორე მრგვალი მაგიდა საკოოდინაციო შტაბში
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, შედგა რიგით მეორე მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA), „ფერერო/აგრიჯორჯიას“, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მოწვეული უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრაზე ჩატარდა „GHGA აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამის“ პრეზენტაცია, რომლის შესახებაც ისაუბრა მოწვეულმა ექსპერტმა მატეო მასპერომ (იტალია), აღნიშნული პროგრამა მავნებლის პოპულაციის მონიტორინგთან ერთად მოიცავს დამატებით დაკვირვებას აზიური ფაროსანას თვისებებზე და ქცევაზე, როგორც სასოფლო ასევე არასასოფლო კულტურებზე, სხვადასხვა რეგიონში და განსხვავებულ კლიმატურ ზონებში. ასოციაციის სპეციალისტები ახდენენ ინფორმაციის გენერირებას საქართველოს თხილის მწარმოებელი რეგიონებიდან, სამეგრელო, გურია, იმერეთი, აჭარა, კახეთი. აღნიშნული რეგიონები დაყოფილია 12 მაკრო და 50 მიკრო ზონად, რომლებიც განსხვავდება არსებული კლიმატური და ტემპერატურული თავისებურებებით.

GHGA აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით აღნიშნული პროგრამის ფარბლებში ფერმერებს მიმდინარე სეზონზე გადაეცათ 100 ერთეული მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი, არსებული მონაცემებით პირველი წამლობა (მარტი-აპრილი) ჩაატარა ფერმერების 63.2%_მა, ხოლო მეორე წამლობა (აპრილი-მაისი) ფერმერების 78.3%_მა. არსებული მონაცემებით სოფლებში სადაც წარმოდგენილია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, 5000 მდე ფერმერმა ჩაატარა გეგმიური წამლობა, ხოლო ასოციაციის SMS კომუნიკაციის სისტემის საშუალებით წამლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მიიღო 8200 მდე ფერმერმა. ასევე ამ დროისათვის „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ შექმნილი „ფერმერთა მომსახურების ცენტრის“ სერვისებით უკვე ისარგებლა დაახლოებით 3500 მდე ფერმერმა.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს მე-3 წამლობის სამუშაოები აზიური ფაროსანას და სხვა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
აუცილებელი პირობაა,
18:25 / 23.10.2018
კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა,






ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო
რეჟიმში მჭიდრო კავშირი,
10:26 / 23.10.2018
ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი