რეკლამა
როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში
აზიური ფაროსანა თხილიდან სიმინდის კულტურაზე ინაცვლებს. დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა, ახლა უკვე სახელმწიფომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო.

პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით, აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. "ანჯელის მასივში" დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია 12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

"სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, მავნებლის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს", - აცხადებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე.

სიმინდის ყანების დიდ მასივებზე ქიმიურ წამლობას სახელმწიფო ჩაატარებს, ხოლო მცირე ფართობების დამუშავება ფერმერმა თავად უნდა უზრუნველყოს. აზიური ფაროსანა სიმინდის ნაყოფს აზიანებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარცვალი რძისებრ სიმწიფეში შედის. სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კულტურის სწორ დროს შეწამვლა.

"ამ ეტაზე სიმინდი მაღალი რისკის ქვეშ არ არის, რადგან ნაყოფი ჯერ არ განვითარებულა", - სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ კულტურის მავნებლისგან დასაცავად წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინიდის ყანებში?

ნიკა მესხიძის თქმით, იმის გამო რომ ჯერ სიმინდს ტარო არ აქვს, ქიმიური წამლობა ყანების გარე პერიმეტრზე ტარდება. ეს ღონისძიება პირველი ეფექტისთვის მნიშვნელოვანია. მავნებლის შესამცირებლად კი საჭიროა, სიმინდის ყანების გარე ტერიტორიებზე ფერომონების დამონტაჟება, რადგან ბაღლინჯოს კონცენტრაცია სწორედ იმ ადგილებში ხდება, სადაც ფერომონებია განთავსებული და ამ ტერიტორიების დამუშავება მაღალი ეფექტის მომტანია. ასევე, აუცილებელია საყანე ფართობებსა და მათ სიახლოვეს "მოიზიდე და მოკალი" სადგურების დადგმა.

მას შედეგ, რაც სიმინდის ყანების გარე პერიმეტრი დამუშავდება და მცენარე ნაყოფს გაიკეთებს, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები უკვე ყანაში ინაცვლებს. ამ ტერიტორიებზე ქიმიური წამლობის ჩატარება ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, აზიური ფაროსანას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე "მოიზიდე და გაანადგურე" სადგური. ლაშა შალამბერიძე ამბობს, რომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მავნებელი ფიქსირდება, წამლობა თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტისფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე
17:16 / 14.09.2018
ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე






„ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის
დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული
18:25 / 10.09.2018
„ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული".






„წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით
10%-ია
16:32 / 03.09.2018
„წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია", - განაცხადა სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.






სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური
ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის პარალელურად, აქტიურად
მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება.
16:29 / 03.09.2018
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი