რეკლამა
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას აბაშის მუნიციპალიტეტში
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მავნებელმა თხილის ბაღებიდან სიმინდის ყანებში გადაინაცვლა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყანების ქიმიური საშუალებით დროულად დამუშავება, როცა მარცვლეულის ნაყოფში შესვლის ფაზა იწყება.

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ანჟელის მასივებში

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში სიმინდის დიდი მასივებია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სიმინდის ყანები აქვს. ერთ-ერთია შოთა კირჩხალიაა. მას კულტურა 10 ათას კვ.მ -ზე აქვს გაშენებული. სიმინდის რეალიზაციისგან მიღებული თანხა მისი ოჯახის მთავარი შემოსავალია. ფერმერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 3-5 ტონა მოსავალს იღებდა, მაგრამ გასულ წელს აზიური ფაროსანამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა.

„შარშან სიმინდის მოსავალი მხოლოდ 30-40 გოდორი გამოვიდა. ყანაში მავნებელი ისე იყო მოდებლი რომ ვერგაივლიდი, წელს კი თავისუფლად შეგიძლია ყანის ერთი ბოლოდან მეორემდე გასვლა“, _ ამბობს შოთა კირჩხალია.

ფერმერი განმარტავს, რომ ამის მიზეზი სწორად ჩატარებული წამლობაა, თუმცა აქვე დასძენს რომ მა პროცესში მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს გვერდში დგომა, რადგან თუ დიდი მასივების ქიმიური საშუალებით მათ მიერ დამუშავება არ მოხდებოდა, ისე ადგილობრივ მოსახლეობას გაუჭირდებოდა წამლობა. შოთა მიზეზებზეც საუბრობს და ამბობს რომ გლეხებს დიდი ფართობების შესაწამლად არ აქვთ ტექნიკა, ასევე გაუჭირდებოდათ ქიმიური საშუალების შესაბამისი ნორმების და პერიოდულობის დაცვა.
სპეციალისტის რეკომენდაციები სიმინდის კულტურის მავნებლისგან დასაცავად აზიური ფაროსანა კულტურის დაზიანება ყანის ნაპირებიდან იწყებს. სპეციალისტების რეკომენდაციით:

_ აუცილებელია წამლობა ჩატარდეს მაშინ, როდესაც სიმინდის კულტურის ნაყოფი რძისებრ სიმწიფეშ შედის.

_ მავნებლის შემჩნევისთანავე უნდა მოხდეს გარეპერიმეტრის ქიმიური საშუალებით დამუშავება, ეს მისგავრცელებას შეზღუდავს.

_ აუცილებელია მოსახლეობამ მათ საკუთრებაში არსებული მცირე მიწები დროულადდაამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ბაღლინჯო დიდ მასივებში სწორედ საკარმიდამონაკვეთებიდან გავრცელდეს.

ლოდინის პერიოდი

სიმინდი ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაშინ როდესაც დასავლეთ საქართველოში კულტურას ქიმიური საშუალებით რამდენჯერმე ამუშავებენ, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კულტურის შეწამვლუს შემდეგ აცილებელია ლოდინის პერიოდის – ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე არსებული დროის შუალედის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქიმიური საშუალების ნარჩენები ნაყოფიდან ადამიანის ორგანიზმში მოხვდება და შეიძლება უკიდურესს შემთხვევაში ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. მოცდის პერიოდი დამოკიდებულია პრეპარატზე და ის 10-დან 20 დღემდე მერყეობს. სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ, რომ ინსტრუქციას გაეცნონ სადაც მოცდის პერიოდი ზუსტად არის მითითებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი