რეკლამა
პოლონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პატივი მაქვს დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ ყოველმხრივი კეთილდღობა ამ საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

მსურს გამოვხატო გულწრფელი რწმენა რომ ტრადიციული მეგობრული და ნაყოფიერი პოლონურ-ქართული მეგობრობა კვლავაც დინამიურად განვითარდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს.პოლონეთი უცვვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.

პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად,მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული.გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში.

ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჯის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ- სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება.

პატივისცემით,

ანდჟეი დუდა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის
16:21 / 01.12.2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის






კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,
16:15 / 01.12.2018
კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,






აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი
20:06 / 30.11.2018
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი






მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს
20:03 / 30.11.2018
მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი