რეკლამა
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოსხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა.თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და-ძმავოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.

თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მის მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უნიკალურიხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,
16:15 / 01.12.2018
კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარემ,






პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს
გამარჯვებას
20:09 / 30.11.2018
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას






აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი
20:06 / 30.11.2018
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი






მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს
20:03 / 30.11.2018
მის აღმატებულებას სალომე ზურაბიშვილს
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი