ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ სოლიდარობის აქციაზე, სადაც ქალთა მოძრაობის წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს მარიამ ხოჯავას,
პროტესტი მოჰყვა სასამართლო სხდომაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 5 და 4 წლით პატიმრობა მიესაჯა პოლიციის
ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელშიც 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვისლის სოფელ ბანძის პოლიციის განყოფილებაზე და
ზუგდიდის მკვიდრი ირმა ხაბურძანია ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ყოფილი ქმრის სახლში ცხოვრობს, რომელსაც მული, ამ უძრავი ქონების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რუსლან პერტაია დამნაშავედ ცნო სამი ტომარა თხილის ქურდობაში და თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მიუსაჯა. მას აგრეთვე დაეკისრა 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა, როგორც 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის გადაუხდელი თანხის. საქმის მასალის მტკიცებულება, სამი ტომარა ათხილი კი დაუბრუნდება დაზარალებულს, ზუგდიდის მკვიდრ დალილა ჩიქავას. რუსლან პერტაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ -ე და გ-ე ქვეპუნტებით ჰქონდა წარდგენილი. მუხლი გულისხმობს ქურდობას ჩადენილს არაერთგზის (ბ პუნქტი) ბინაში უკანონო შეღწევით (გ პუნქტი). თავად მსჯავრდებული თავს დანმაშავედ არ მიიჩნევს და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს „პოლიციისა და პროკურატურის მიერ შეკერილს“ უწოდებს. მოსამართლე ნატრული აკობიას გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან რუსლან პერტაიას ოჯახის წევრები. მათ განაჩენი სასამართლოს შენობასთან გააპროტესტეს. ისინი საქმის გასაჩივრებას გეგმავენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს გალი-გულირიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის განაჩენი ორშაბათს, 17 ნოემბერს გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართული სხდომის შემდეგ მოსამართლე შოთა ბიჭიამ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია სასამართლოს მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში არ გაუმართლებია. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესს მედია არ ესწრებოდა. სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ კი დარბაზიდან გამოსულმა ჯგუშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის სასამართლომ გაამართლა.
კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობაში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესზე დღეს ბრალდების მხარის ის მოწმეები დაკითხეს, რომლებიც 2006 წელს კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. ემზარ კვიციანს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებასა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ხურჩის ტერაქტის საქმეში, თუმცა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ამავე საქმის სხვა ეპიზოდის - სამსახურეობრივი უფლებამისილების გადამეტებისთვის. რომან შამათავას აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლითა და 6 თვის ვადით.