სამართალი
დავა სუპერმარკეტსა და გარემოს დაცვის სამსახურს შორის - რეპორტაჟი სასამართლოდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონული სასამართლო 23 ივნისს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სუპერმარკეტ „სპარის“ საქმესთან დაკავშირებით. ობიექტის ხელმძღვანელობას გარემოს დაცვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა ედავება მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაში. საუბარია ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის მერვე ნაწილზე, რომელიც სამართალდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისას კი 1000 ლარის ოდენობით. თავის მხრივ მოპასუხე მიიჩნევს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და რეალურად ადგილი აქვს ბიზნესზე ზეწოლას.

დღეს გამართულ სხდომაზე შპს „ევროფუდის“ დამფუძნებელმა, რომელიც თავისმხრივ სუპერმარკეტ „სპარს“ ხელმძღვანელობს ორი შუამდგომლობა დააყენა. გიორგი ნარმანიამ მოითხოვა საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია თუ რა სახის ნარჩენები ეწყო მარკეტის შესასვლელთან, როდის მოვიდა გარემოს დაცვის ინსპექტორი და რა დროისთვის დასუფთავდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დააკმაყოფილა განსხვავებით მეორე შუამდგომლობისგან სადაც „სპარის“ დირექტორი იმის დასტურად, რომ მის მიმართ ადგილი აქვს შერჩევით დამოკიდებულებას, ითხოვდა სასამართლოს საკუთარი ინიციატივით დაეთვალიერებინა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია სადაც ამ დრომდე ყრია სამშენებლო ნარჩენები, თუმცა გარემოს დაცვის წარმომადგენლები რეაგირებას არ ახდენენ და არ ინტერესდებიან იმ კომპანიით ვინც ეს ტერიტორია დააბინძურა. მანუჩარ ცაცუამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში სამშენებლო ნარჩენებს საქმესთან კავშირი არ აქვს რადგან დავის საგანს სხვა სახის ნარჩენები წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარე ირწმუნება, რომ სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებას ჰქონდა ადგილი, რის საფუძველზეც ადგილზევე დაიწრა შესაბამისი ოქმი. როგორც ოქმის შემდგენმა, გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის ინსპექტორმა, არჩილ ქორიძემ სხდომაზე განაცხადა, ადგილზე მისულებს, მას შემდეგ რაც „სპარის“ ხელმძრვანელობას განუცხადეს, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, აგრესიულად უპასუხეს.

„ბატონმა გიორგიმ გვითხრა აქ როგორ გაბედეთ მოსვალო. მითხრა გაფრთხილება მაინც მოგვეცით, სამართალდარღვევის ოქმი არ დაწეროთო“, - განაცხადა არჩილ ქორიძემ.

მისივე მტკიცებით, იმის გამო, რომ „სპარის“ ხელმძღვანელმა მას ოქმის შედგენისას არ მიაწოდა აუცილებელი მონაცემები ობიექტის შესახებ, დოკუმენტის შედგენას რამდენიმე საათი დასჭირდა. სწორედ ამ არგუმენტით უპასუხა მოსარჩელე მხარის იურისტმა დალი სულაშვილმაც გიორგი ნარმანიას პრეტენზიას, რომ სამართალდარღვევის ოქმის დაწერის დროს ტერიტორია უკვე დასუფთავებული იყო.

„ოქმის შედგენა იმიტომ გაიწელა დროში, რომ თქვენ არ ინებეთ ჩვენთვის მონაცემების მოწოდება და ჩვენმა უფროსმა მოგვაწოდა ის“, - განაცხადა დალი სულაშვილმა. მანვე კითხვით მიმართა „სპარის“ ხელმძღვანელს, რატომ დაურეკეს „ზუგდიდდასუფთავებას“ და სასწრაფო წესით რატომ დაასუფთავებინეს ნარჩენებისგან ტერიტორია თუკი რეალურად ადგილი არ ჰქონდა გარემოს დაბინძურებას?

„სამართალდარღვევა არ ყოფილა, მაგრამ რადგან თქვენ ასე თვლიდით გავითვალისწინეთ და თქვენი პატივისცემით გავიტანეთ“, - განაცხადა გიორგი ნარმანიამ.

მისი სიტყვებით, სუპერმარკეტში დღეში რამდენჯერმე მოდის სხვადასხვა დისტრიბუტორი მუყაოს ყუთებით, რომელშიც პროდუქტებია მოთავსებული. საღამოს კი ის ნაგვის მანქანას გააქვს. მანვე აღნიშნა, რომ ყოველ 15 წუთში ახალ-ახალი ყუთი გროვდება, ამიტომ მისი გატანა უმალვე წარმოუდგენელია. გირგი ნარმანია ირწმუნება, რომ გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება დასუფთავების სამსახურთან, რომელიც თავის მხრივ ზრუნავს ამ სახის პრობლემის მოგვარებაზე.

ამასთან „სპარის“ დირექტორის მტკიცებით, თავიდანვე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ინსპექტორი მიზანმიმართულად მივიდა მათთან დაჯარიმების მიზნით და ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ მათი მხრიდან სრულიად იგნორირებულია იმავე ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტი.

გიორგი ნარმანიას სიტყვებით, ეს არ არის სამართალდარღვევა რადგანა: იქ არ იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენი, არამედ იყო მუყაოს ყუთები; ის განთავსებული იყო მარკეტის ტერიტორიაზე, რომელიც ამასთანავე არის გადახურული.

საპასუხოდ დალი სულაშვილმა აღნიშნა, რომ ცალსახად ადგილი აქვს სამართალდარღვევას რადგან დაფიქსირდა ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბინძურება:

„ეს, რომც ყოფილიყო კერძო საკუთრება, მაინც ითვლება დანაგვაინებად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ადგილი გადახურული, რადგან ეს არის მეწარმე და აქ საუბარი არ არის კერძო სახლზე. ის, რომ ყოფილიყო შემოღობილი ტერიტორია, მაშინ ჩვენი სამსახური იქ ვერ შევიდოდა“, - აღნიშნა იურისტმა.

სხდომაზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რის გამოც მოსამართლემ ისინი რამდენჯერმე გააფრთხილა. სხდომის დასრულების შემდეგ მოსარჩელეებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გიორგი ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს თავად უჩივლოს გარემოს დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს ოქმის არასათანადოდ შედგენის და მის მიმართ აგრესიული მოპყრობის გამო. სასამართლოს მხრიდან არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში „სპარის“ დირექტორი ამბობს, რომ საქმეს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს და დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.

სუპერქმარკეტ „სპარის“ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ფილიალს ნარჩენების მართვის ინსპექტორებმა სამართალდარღვევის ოქმი აპრილში დაუწერეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.