ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ დარჩელის მკვიდრი, 26 წლის მარიამ კოდუა ფერმერია და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ის მეთხილეობის პარალელურად მისდევს მეფუტკრეობას, მემცენარეობასა და მეცხოველეობას.

...

ჩემი დილა 8:00 საათზე დაიწყო. დარბაზში წავედი სავარჯიშოდ. დღეს ცოტა ვივარჯიშე, 11:00 საათზე გასაუბრება მაქვს ჰოლანდიურ მხარესთან ჩემი ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ჰოლანდიის საელჩოს და მეწარმე ქალთა საბჭოს ერთობლივ პროექტში - „ქალთა მეწარმეობის განვითარება“, 15 შერჩეულ კანდიდატს შორის მოვხვდი და მაისში სამუშაო ვიზიტით ჰოლანდიაში მივემგზავრები.

უკვე 12:00 საათია. ტექნოპარკში მოვედი. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია იმართება. კარგი პროექტია, ინოვაციურ იდეას გიფინანსებენ 90% გრანტის სახით.

სადილზე მეგობარს შევხვდი. აგრო მიმართულებით იდეები აქვს და განვიხილეთ. იდეები საკმაოდ ამბიციურია სხვათაშორის.

უკვე 17:00 საათია. აგრარულ უნივერსიტეტში მივდივარ. დღეს ლექციების მხრივ ყველაზე დატვირთული დღე მაქვს.

...

დილა ჩვეულებრივ დაიწყო. მარტის თვე საკმაოდ დატვირთულია ქალთა თემებით. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიდან დამირეკეს. ჩემზე ისტორიის განთავსება უნდათ ორგანიზაციის გვებ-გვერდზე. მცირე ინტერვიუ მთხოვეს, კითხვარის სახით.

დამიგროვდა წაუკითხავი ელექტრონული წერილები და უნდა ვუპასუხო დღეს ყველას.

საღამოს ფანდურის გაკვეთილი მაქვს. ერთ თვეზე მეტია, რაც სწავლა დავიწყე. ჯერჯერობით მარტო სამ გაკვეთილზე ვიყავი, მაგრამ იმდენად მინდა ვისწავლო, გამოვნახავ დროს. 7:00 საათზე ლექცია მაქვს.

...

დილა ჩვეულებრივ დაიწყო - რამდენიმე შეხვედრა მაქვს ჩემი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მიუხედავად პრობლემებისა, იმედიანად ვარ.

საღამოს ზუგდიდში მივდივარ. ახლა უკვე იწყება ფერმერისთვის აქტიური სეზონი და თითქმის ყოველ კვირას მომიწევს ზუგდიდში ჩასვლა. თუმცა ხვალისთვის განსაკუთრებული მიზეზიც მაქვს. ერთი ძალიან კარგი პროექტია - „დაიმუხტე წარმატებით“ - რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხუთ რეგიონში - სამეგრელოში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო და შიდა ქართლში დამწყები ფერმერებისა და ფერმერობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის გამოცდილი ევროპელი და ქართველი ფერმერების მიერ ვორკშოპის ჩატარებას. პროექტის ფარგლებში მთხოვეს თხილთან დაკავშირებით ჩავატარო სემინარი. მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

...

10:00 საათია. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტარდება სემინარი. 30-მდე ფერმერი ესწრება. გერმანელმა მეღვინემ, რომელიც ამჟამად კახეთში მოღვაწეობს, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.

უკვე 4:00 საათია. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დღევანდელი დღე. ბევრ თემას შევეხეთ. მათ შორის კივის, ღვინოს, თხილის და სხვა აგრო პროდუქტების პოტენციალზე ვისაუბრეთ. მათ ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც გვქონდა დისკუსია.

განვიხილეთ ფაროსანას პრობლემა. მე აქცენტები გავაკეთე აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, დროულად და ხარისხიანად შეწამვლის აუცილებლობაზე, რაც პირდაპირ აისახება წლევანდელი თხილის ხარისხზე.

საღამოს ორგანიზატორებთან ერთად შევაჯამეთ დღე რესტორანში. კარგი გარემოა მეგრული სტუმართმოყვარეობით და უგემრიელესი კერძებით. მეგრული ოჯალეშიც გავსინჯეთ.

...

დილა 7:00 საათზე დაიწყო. ნაკვეთში ვარ, დავაკვირდი თხილის კვირტებს. წელს თბილი ამინდების გამო ცოტა ადრე დაიწყო გაშლა.

გასხვლასაც მოვრჩით. ბაღი საკმაოდ კარგად გამოიყურება. დღეს სასუქებს შევიტანთ. გამოკვება მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ნიადაგები განიცდის მიკროელემენტების დეფიციტს. ანალიზის საფუძველზე კომპლექსური ტიპის სასუქები შეგვაქვს. ძირზე 500 გრამის ოდენობის.

ნაკვეთის ირგვლივ არხებია გასაწმენდი. სამუშაოებს სახელმწიფო მელიორაციის სამსახური ახორციელებს. ძალიან კარგია, რადგან ძლიერი წვიმის დროს ნაკვეთში წყალი გუბდებოდა. წელს ეს პრობლემა არ გვექნება.

თხილის ქარხანაში მოვედი. პროდუქციას ვამზადებთ საექსპორტოდ. ძალიან რთულია გადარჩევა. თითქმის სამჯერ მეტი მუშაობაა საჭირო კარგი ხარისხის მისაღებად. სოკოვანმა დაავადებებმა და ფაროსანამ დიდი ზარალი მიაყენა დარგს. უკვე საღამოა. უნდა გავემზადო. ხვალ ისევ თბილისში უნდა ვიყო.

...

დილის 7: 00 საათია, ჩამოვედი თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ არ მიძინია, აწი მაინც ვერ დავიძინებ. ამიტომაც დავიწყებ ჰერბარიუმის მონაცემების შეყვანას დრაივზე. უნივერსიტეტს აქვს მე-19 საუკუნის მიკოლოგიური ჰერბარიუმი და მიკრომიცეტების შტამების ცოცხალი კოლექცია, რომლის შენარჩუნებას და განახლებას ცდილობენ. ჩემი მხრიდან ვეხმარები აღწერილობის და მონაცემების დრაივზე ჩაწერაში.

გასაუბრება მაქვს USAID-ის დებატების პროექტთან დაკავშირებით. არ ვიცი რამდენად მოვხვდები ამ პროექტში, თუმცა ჩემთვის ერთგვარი გამოცდილებაა ეს გასაუბრებაც.

უნივერსიტეტში მოვედი. როგორც იქნა ავირჩიე ჩემი სამაგისტრო ხელმძღვანელი. ახლა მასთან მაქვს შეხვედრა. უნდა დავგეგმოთ სამუშაოები. ჩემი თემა, რა თქმა უნდა თხილს ეხება. საღამოს ისევ ლექციები მაქვს.

...

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია იმართება „ქალის როლი ეკონომიკის გაძლიერებასა და რეფორმების შემუშავებაში“.

წლევანდელი ღონისძიებები კვირეულის სახით ჩატარდება. ის მოიცავს შემდეგ თემებს: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. დღეს გამოვლინდება ლიდერი ქალი ბიზნესში, არასამთავრობო სექტორსა და მთავრობაში.

2015 წელს მე დამასახელეს ლიდერ ქალად ბიზნესში და წლევანდელ გამარჯვებულს მე გადავცემ ამ ჯილდოს.

კონფერენციის ფარგლებში ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. სხვადახვა სახის პროდუქტია წარმოდგენილი, როგორც ხელოვნების ნიმუშები. ასევე აგრო პროდუქტები, ყვავილები, აქსესუარები და ა.შ. უმეტესობა უნიკალურია მათი დიზაინით და შესრულებული სტილით.

კონფერენცია დაიწყო. სტუმრებს შორის არიან თბილისის მერი და USAIDI-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი. პირველმა ნაწილმა კარგად ჩაიარა. ახლა იწყება ლიდერი ქალების დაჯილდოვების ცერემონია.

როგორც მოსალოდნელი იყო, წლის წარმატებული ქალი ბიზნესში, კომპანია „ბაიას ღვინოს“ დამფუძნებელი ბაია აბულაძე გახდა. სწორედ მას გადავეცი ჯილდო.

წლის წარმატებული ქალი არასამთავრობო სექტორში მარიამ ქუჩულორია გახდა, „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე, ხოლო მთავრობაში წარმატებულ ქალად აღიარეს მარიამ ლაშხი - „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.