ცოცხალი ისტორიები
მერიკო ფიფია - სტუდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
18 წლის ზუგდიდელი სტუდენტი „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის“ გამარჯვებული გახდა, როგორც წარმატებული მოსწავლე და 2017 წელს სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის St Hugh's College-ში გაემგზავრა. ამჟამად ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

***
ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ვხვდები, რომ რთული დღე მელის წინ. ხვალ კიდევ ერთი გამოცდა მაქვს. თუმცა უკვე მივეჩვიე და ზედმეტად არც კი მაფორიაქებს ეს ფაქტი. მოსაღამოვდა. სახლში დავბრუნდი. ერთი სული მაქვს როდის დავისვენებ. ტელეფონის ხმა ჩამესმის, თუმცა არც კი მცალია რომ ყურადღება მივაქციო. ცოტა ხანში ფეისბუკზე გამოცდების ეროვნული ცენტრის პოსტსაც ვაწყდები ოლიმპიადასთან დაკავშირებით. რა ხდება, ასე გვიან რატომ ატვირთეს? დღეს ხომ საერთოდ არ ველოდი? გაურკვევლობაში ვარ. სასწრაფოდ, ხელის კანკალით შემყავს ჩემი მონაცემები. ბევრ რამეს წყვეტს ის, რასაც ახლა წავიკითხავ. ცოტა ხნით მეტყველების უნარს ვკარგავ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ საოცარ ამბავს დუმილით შევხვდებოდი, მაგრამ ზოგჯერ დიდი სიხარული გამუნჯებს. ვერ ვუშვებ, რომ ეს სიმართლეა. თუმცა რამდენიმე წუთში უკვე ვხვდები, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ყველაზე ძვირფას ხალხს ვატყობინებ, რომ გავიმარჯვე და ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ქვეყანასა და უნივერსიტეტში მივდივარ.

***
დღეს მივემგზავრები. უსაზღვროდ ბედნიერი და აღელვებული ვარ. უკვე ბევრი რამ დავგეგმე. დილის 10 საათია. ჩამოვფრინდით. კიდევ ბევრი დამღლელი პროცედურა უნდა გავიარო… 12 საათია. აეროპორტს თავი დავაღწიეთ და გავემართეთ უნივერსიტეტისკენ… გზა ისევ გრძელი და დამღლელია. რამდენჯერმე ჩავთვლიმე და ვერც კი ვიგრძენი, როგორ მივუახლოვდი ძალიან ბევრჯერ ფიქრში დახატულ ადგილს. ნელ-ნელა გარემო შეიცვალა. სიძველის სუნი დატრიალდა. როგორც ჩანს, უკვე მოვწყდით მაგისტრალს და უნივერსიტეტიკენ მიმავალ პატარა დახვეულ გზებს გავუყევით. აქ უჩვეულო სიმშვიდე და დახვეწილობა იგრძნობა. საუკუნებიის წინანდელ სურათს რომ შეადარო, გაგიჭირდება განსხვავების პოვნა. გულს რომ გიჩქარებს და თვალებს გიშტერებს, ისეთი ხედებია. შეხედავ აქაურობას და ხვდები, თუ რატომაა აქ მიღებული განათლება და აქ დაწყებული კარიერა ასეთი განსაკუთრებული. ასეთი აღტაცებით ვუახლოვდები უნივერსიტეტებს, ვიღებ ხელში ჩემოდანს და კვლავ აღტაცებული სახით ვათვალიერებ გარემოს. უნივერსიტეტში შევდივარ. თურმე აქაც რაღაც ფორმალობაა საჭირო. ვიცდით ჩარაზულ კარებთან. რამდენიმე წუთში შიგნით გვიწვევენ. ჩემი საბუთებისა და ფულის შენახვას მთავაზობენ, გასაღებსა და ბარათს მაწვდიან და მემშვიდობებიან. უკვე 2 საათია. სასადილოდ შევდივართ. აქ რამდენიმე უცხოელ მოსწავლეს ვიცნობ. საკმაოდ მეგობრული და ხალისიანები არიან.

3 საათია. დროა საერთო დარბაზში შევიკრიბოთ და კოლეჯის დირექტორის ჩვეულ გამოსვლას ვუსმინოთ. სიმართლე გითხრათ, პირველივე დღიდან უკვე ყველაზე მოსაწყენად ეს ნაწილი მიმაჩნია. ერთი სული მაქვს მედიცინის სემინარები როდის დაიწყებადა როდის დავათვალიერებ მთელ ქალაქს. 5 საათია, ქალაქში წასვლის დრო. ჯერ პირველი დღეა. ერთმანეთს გვერდიდან არ ვშორდებით. გაოცებული ვათვალიერებთ ყველა დეტალს, სურათებს ვიღებთ და ხედებით ვტკბებით. მოსაღამოვდა. შინ დავბრუნდით. ახლა ვახშმის დროა. შემდეგ ყველანი საერთო გასართობ ოთხაში ვიკრიბებით. სანამ დავიძინებთ, აქ სულ მუსიკაა ჩართული და რაც მთავარია, დაძინებამდე ცხელი შოკოლადითა და ორცხობილებით გვანებივრებენ. 10 საათია. დავიღალე. ოთახში ავდივარ. სულ გადამავიწყდა რომ გამაფრთხილეს ოთახის მეზობელთან დაკავშირებით. უკვე ძალინ აგვიანებს. იქნებ საერთოდაც სხვა სართულზე, ან შენობაში გადაიყვანეს. უკვე იმედს ვკარგავ, რომ მოვა და ამ დროს… ვიღაც აკაკუნებს… ერთ-ერთი მოხალისეა, რომელსაც ჩვენი გაკონტროლება ევალება, მის უკან კი მორცხვი და ძალიან საყვარელი გოგო დგას. ერთმანეთს გვაცნობს. შემდეგ მე მთხოვს, რომ უნივერსიტეტი დავათვალიერებინო და გვტოვებს. ჩემი მეზობელი თავიდანვე მაფრთხილებს, რომ ინგლისური ძალიან ცუდად იცის, თუმცა ეს მე არ მაფერხებს და ვცდილობ მარტივად, თუნდაც ჟესტებით სათქმელი გავაგებინო. გავდივართ. ყველაფერს დეტალურად ვათვალიერებინებ და ვუყვები. მალევე ოთახში ვბრუნდებით. უკვე ძალიან დავიღალე. მაშინათვე ვიძინებ ისე, რომ არც ვიცი ხვალ როგორი დღე მელის…

***
დილით ადრე ჩემმა ოთახის მეზობელმა გამაღვიძა. უკვე მიხარია, რომ მარტო არ ვარ. შაუ ჩინელია. ძალიან მოწესრიგებული და მონდომებული ბავშვია. მორიდებული, ჩუმი და საყვარელი. სასაუზმოდ გავდივარ. დღეს პირველი სემინარი ჩამიტარდა მედიცინაში. უკვე აღფრთოვანებული ვარ ჩემი მასწავლებლით. დარწმუნებული ვარ, ასეთ ადამიანთან შეხვედრად ღირდა აქამდე მოღწევა. საოცრად საუბრობს. ძალიან კეთილშობილი და გულისხმიერია. სემინარი ჩემთვის საინტერესო თემებითაა დატვირთული… უკვე გარეთ თამამად გავდივართ. ქუჩებიც შეძლებისდაგვარად დავიმახსოვრეთ. ვცდილობთ ეს თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ და რამე განსაკუთრებული დავათვალიეროთ.

***
დღეები გადის… უკვე პირველი ექსკურსიის დროც მოვიდა. კემბრიჯში მივდივართ. ოქსფორდიდან კემბრიჯში გადანაცვლება თუ ემოციურად ახალ შთაბეჭდილებებს დამიტოვებდა, არ მეგონა. თითქოს ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ ოროვეს საკუთარი ელფერი დაჰკრავს. ქინგს კოლეჯი არის საოცრება, რომელსაც მთელი ბრიტანული ისტორიიდან ვერასდროს ამოვშლი და დავივიწყებ. გზად გიდსაც ვპოულობთ. ის დაწვრილებით გვიხსნის კოლეჯის აშენების და განვითარების ისტორიას, ჩვენთვის კი უფრო ნათელი ხდება, რა საოცარ რეალობაში ამოვყავით თავი. თავისუფალ დროს კვლავ მუზეუმის დასათვალიერებლად და კემბრიჯის ქუჩების დასალაშქრად ვიყენებთ. ემოციებით დატვირთული ვბრუნდები კოლეჯში…

***
დღეს ქემფინგზე მივდივართ… ერთი სული მაქვს, როდის შემოვუვლით ყველაზე ლამაზ ადგილებს ნავებით. ეს დღეც დიდხანს დარჩება, როგორც ლამაზი მოგონება.

***
ჩვენმა წარმომადგენელმა დიდი ხნის საუბრის შემდეგ დაითანხმა დირექტორი, რომ ცოტა ხნით გაგვათავისუფლოს ქართველი სტუდენტები. სასწრაფოდ ვემზადებით. გავდივართ უნივერსიტეტიდან. ვსხდებით ტრანსპორტში და ქალაქში მივდივართ. ეს დღე ერთ-ერთი გამორჩეულია ბრიტანული არდადეგებიდან. ვათვალიერებთ ოქსფორდის გამორჩეულ კოლეჯებს. ვსტუმრობთ bodleian library-სა და bridge of sight-ს. საოცარი და ემოციებით დატვირთული დღეა. უზარმაზარი წიგნების მაღაზიაში სამედიცინო ლიტერატურას ვაწყდები და ჩემი მასწავლებლის მიერ რეკომენდირებულ წიგნებს ვყიდულობ. შინ ვბრუნდებით… საოცარი მოგონებები მრჩება ამ დღისგან.

***
კვლავ ექსკურსიის დღეა… ლონდონში მივდივართ. საოცრად ბედნიერი და თვალებაციმციმებულები ვტოცებთ უნივერსიტეტს. პირველად გრინვიჩის ობსერვატორიას უნდა ვესტუმროთ. და აი ისიც… საოცარი განწყობა მეუფლება ამ ადგილზე ყოფნისას, როდესაც ვიაზრებ, რომ ერთდროულად ორი ნახევარსფეროს საზღვარზე დავაბიჯებთ. ყურადღებით ვათვალიერებთ მუზეუმს, შემდეგ ობსერვატორიას. ახლა ლონდონის შუაგულისკენ ვინაცვლებთ. ოღონდ ამჯერად არა ავტობუსით, არამედ river bus-ით ვმგზავროვბთ. ტემზას მივუყვებით. გავდივართ tower bridge-ს და ლონდონის ნავსადგურში ვჩერდებით. ამის შემდეგ 5 საათი თავისუფალი დრო გვაქვს. ჩვენც პირველივე წამებში ადგილიდან ვქრებით და london eye-სკენ მივდივართ. ამის შემდეგ უესტმინისტერის ხიდისკენ ვუხვევთ. ბიგ ბენს ვხედავთ, თუმცა ნახევრად რკინის კონსტრუქციაში გახვეულს. როგორც ჩანს, რესტავრაციას უკეთებენ და ესეც ჩვენს ერთდღიან ვიზიტს დაემთხვა. ვხუმრობთ ამ ფაქტზე და გზას ვაგრძელებთ. გადავწყვიტეთ ბეიქერ სთრითზე გასვლა. ამისთვის მეტრო უნდა გამოვიყენოთ, რაც კოლეჯის წესებს ეწინააღმდეგება. თუმცა ვის ახსოვს წესები შუაგულ ლონდონში, როდესაც ამდენი რამ გაქვს სანახავი. მეტროში ჩავდივართ და დანიშნულების ადგილისკენ მივიწევთ. ესეც ასე… ბეიქერ სთრითზე ვართ, ვსეირნობთ, ყველაფერს ზედმიწევნით ვათვალიერებთ, ვირგებთ შერლოკის ქუდს და თავი უკვე წიგნის გმირებად წარმოგვიდგენია. სურათებს ვიღებთ, ვიცინით, ბედნიერები ვართ. დრო აღარ იცდის… მალევე უკან ვბრუნდებით. ჯერ მეტროთი, შემდეგ კი ფეხით, ძალაგამოცლილები, მოზღვავებული ემოციით მივდივართ სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში, საიდანაც პირდაპირ კოლეჯში წაგვიყვანენ.

***
კიდევ ერთი ექსკურსიის დღე. დღეს throne park-ში მივდივართ. მივედით თუ არა, ყველაზე გამორჩეული ატრაქციონები ავარჩიეთ. გამორჩეული, ანუ ყველაზე ექსტრემალური და განსაკუთრებული ადრენალინით. თავიდან შეჩვევა გამიჭირდა, შემდეგ კი ყველანაირი შიში დავძლიე და გული დამწყდა კიდეც დროის სიმცირის გამო.

***
პროფესიული ექსკურსიის დრო მოვიდა. ეს მხოლოდ მედიცინის კურსის სტუდენტებს გვაერთიანებს. კვლავ ლონდონში მივემგზავრებით. თემატური ადგილები უნდა მოვინახულოთ. თავდაპირველად მუზეუმში მივდივართ, შემდეგ ვსტუმრობთ royal college of physicians. საინტერესო და ჭკვიანი გიდი გვყავს. განსაკუთრებით კარგად მახსოვს იმ დარბაზის მონახულება, სადაც მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები იყრიდნენ თავს. აქ განიხილავდნენ იმ საკითხს, მიიღებდნენ თუ არა კონკრეტულ პიროვნებას კოლეჯში. ამის შემდეგ გვაჩვენეს ორი კარი. თუ პიროვნება კოლეჯში რჩებოდა, ის იმ კარით გადიოდა ოთახიდან, რომელიც დღესდღეობით ჩაკეტილია. თუ არ რჩებოდა, საერთო შემოსასვლელით ბრუნდებოდა უკან.

თემატური ექსკურსიის შემდეგ თეატრში წავედით. საოცარი სპექტაკლი იყო: comedy about bank robbery. შთაბეჭდილებებით სავსემ დავტოვე დარბაზი. ძალიან გავხალისდი. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შესრულება იქნება ჩემთვის.

***
დღევანდელი დღეც არ ჰგავს სხვებს. ჩვეულ შეკრებაზე კოლეჯის დირექტორი, ტომი გვახსენებს, რომ დღეს ვიქტორინა გვაქვს და ისეთი ადგილი უნდა მოვინახულოთ, რომლის კარები უკვე წლებია თვით ოქსფორდის სტუდენტებისთვის დაკეტილია. Oxford union - ეს ის სახელია, რომელიც ტომმა დაგვისახელა. ჩვენ იმ კოლეჯში მივდივართ, ზუსტად იმ ვიქტორინის სათამაშოდ, რომელსაც ამავე ადგილზე ცნობილი მეცნიერები თამაშობდნენ. საოცარი შეგრძნება და პასუხისმგებლობაა.

***
დღეს პირველადი დახმარების ტრენინგი მაქვს. St.jhones ambulance-დან მოწვეული ექიმი გვიკითხავს ლექციას. ბევრ ახალ ინფორმაციას ვიგებთ. მულაჟებზე პრაქტიკას გავდივართ. სერიოზულ საქმეს ხალისიანად და ენთუზიაზმით ვუდგებით. ყველანი კმაყოფილები ვართ. უკვე ვარ მზად ქუჩაში გულწასულ ადამიანს დავეხმარო და ესეც წინსვლად მიმაჩნია.

***
დღეს ოქსფორდში ყოფნის ბოლო დღეა. ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს. გავდივართ ქალაქში და christ church-ისკენ ვიღებთ გეზს. ეს ის ადგილია, სადაც ჰარი პოტერის ძალიან ბევრი სცენაა გადაღებული. ცოტა ხნით თავს Hogwords-ში ვგრძნობთ. საღამოს ბანკეტია. შინ მივდივართ და ვემზადებით. ბანკეტზე ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებელი, პიტერი სერტიფიკატებითა და სამოტივაციო წერილით გვაჯილდოვებს. წერილში ისეთ სიტყვებს ვკითხულობ, მგონია მთელი ცხოვრება მოტივაციის მოსაკრებად მათ გავიხსენებ. გადავწყვიტე, რომ ან წერილს გადავიკითხავ და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგები ყველა მნიშვნელოვან საქმეს. ახლა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ პიტერი საოცარი ადამიანი და მასწავლებელია, ეს ორი კვირა კი მხოლოდ მის გასაცნობად ღირდა.

გათენდა… ეს ის დღეა, როდესაც ემოციებით დატვირთული შინ ვბრუნდები. მიუხედავად მათგან მცირეხნიანი დაშორებისა, ძალიან მომენატრა ოჯახი და მეგობრები. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ მათ. მოვდივარ და თან ძალიან მწყდება გული, ვტოვებ იმ ადგილს, სადაც როგორც ბევრი სხვა ადამიანი, დიდი სიამოვნებით მივიღებდი განათლებას და ამისთვის არაფერს დავიშურებდი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.