საზოგადოება
ტრენინგი მასწავლებლებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა უკრაინიდან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწვევით, ორგანიზაციამ „საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი“ გასულ შაბათს მასწავლებლებს ტრენინგი ჩაუტარა, სადაც „სკაიპის“ საშუალებით საქართველოს ექს პრეზიდენტი, ამჟამდ ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი გაესაუბრა.

„მან ჩართვისას საქართველოს განათლების სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ დღეს ქვეყანაში მასწავლებლის ავტორიტეტი არ დგას სათანადო დონეზე“, - უთხრა „ლაივპრესს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელიც 22 კოლეგასთან ერთად იყო მიწვეული ტრენიგზე.

მიხეილ სააკაშვილის ჩართვის შესახებ ვიდეომასალა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. ტრენინგს მასწავლებლებთან ერთად პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის“ წევრის და თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის განცხადებით, პედაგოგები, განსაკუთრებით კი რეგიონებში, მოკლებული არიან ინფორმაციას გამოცდის ტექნიკური, თუ თეორიული მხარის შესახებ, რის შევსებასაც ორგანიზაცია ცდილობს.

მარიამ რამინაშვილის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ 2015 წლის ივლისსა და 2016 წლის იანვარში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები „აბსოლუტური კრახით დასრულდა“, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად სამინისტრო ვერ უზურუნველყოფენ პედაგოგების მომზადებას.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის მოსაზრებას არ იზიარებს ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდალინა თოდუა, რომელიც პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ არ გამორიცხავს ორგანიზატორს ტრენინგის მონაწილეები პარტიული ნიშნით შეერჩია. თავად მას და მისი სკოლის (რუხის საჯარო სკოლა) დირექტორს ინფორმაცია შეხვედრის შესახებ არ მიუღიათ. მაგდალინა თოდუა მიიჩნევს, რომ პედაგოგები შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანეს:

„ამაზრზენია ეს ყველაფერი, გამოცდისთვის მზადება გადაიქცა ოდესის გუბერნატორთან ონლაინკონფერენციად. იქნებ გაბედოს და თქვას ვინმემ რომ ეს შეხვედრა პოლიტიზირებული არ იყო. ან როგორ არ შერცხვა იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო არ ატარებს არანაირ ტრენინგებს, უკაცრავად მაგრამ თქვენ ოდესაში ხომ არ ცხოვრობთ? მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სისტემატიურად ატარებს ტრენინგებს, პირველად გაიგეთ თუ რა ხდება?! როდის აქეთ უკითხავს მიშა საგნობრივ ლექციებს პედაგოგებს?! ეს არ არის პოლიტიზირება? ეხლა რატომ არ იღებს არავინ ხმას? კიდევ არ შეწყვიტეთ მასწავლებლების მოტყუებით მიყვანა შეხვედრებზე თუ ეს ახალი ფორმაა?“, - აცხადებს მაგდალინა თოდუა.

კითხვაზე, რა მიზანს ემსახურებოდა ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, მარიამ რამინაშვილმა „ლაივპრესს“ უპასუხა, რომ ორგანიზაციას მასთან აქვს აქტიური კავშირი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში როცა განათლების რეფორმამ აიღო სტარტი, ის საქართველოს პრეზიდენტი და ამ პროცესების უშუალო მონაწილე იყო.

მაგდალინა თოდუას ბრალდებას „ლაივპრესთან“ საუბარში უარყოფს ტრენინგის ერთ-ერთი ინიციატორი, ენმ-ის ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურია. მისი სიტყვებით, პედაგოგთა ნაწილს თავად შეატყობინა, მათ კი კოლეგებს გააგებინეს, რომ იმართებოდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების საგნობრივი ტრენინგი ქართულსა და მათემატიკაში, რომ ტრენინგზე „სკაიპით“ ჩართვას გეგმავდა ყოფილი პრეზიდენტი.

„უშუალოდ ჩართვის წინაც აბსოლიტურად ყველა პედაგოგთან მივედი სათითაოდ და ვუთხარი მათ სადღაც 10 წუთში შესაძლებელია ჩაგვერთოს მიხეილ სააკაშვილი და თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ, ან გაქვთ რაიმეში, რომ ვინმეს რამე პრობლემა შეგექმნებათ ხელისუფლებისგან, ჩვენ არ გვაქვს ამის პრობლემა, გთხოვთ წახვიდეთ და ამ ჩართვას არ დაესწოთ. აქედან 2 პედაგოგს ჰქონდა ამის პრობლემა - ჩვენი შვილები საჯარო სამსახურში მუშაობენო, არ გავქვს სურვილიო და ამიტომ 2 პედაგოგი ადგა და დატოვა შეხვედრა“, - განაცხადა ლელა ქებურიამ და შენიშნა, რომ როცა პარტიის ორგანიზებით ტარდება ტრენინგი, თავისთავად, ის პარტიულობას ვერ გაცდებოდა.

ენმ-ის წევრის ნათქვამს ადასტურებს კოკის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო ვეკუა, რომელიც ტრენინგზე ლელა ქებურიამ მიიწვია. ამბობს, რომ თავიდანვე ფლობდა ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჩართვის შესახებ. ნინო ვეკუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიით არის განწობილი, რაც არ უკავშირდებოდა ტრენინგზე დასწრებას, და იქ მხოლოდ პროფესიული კვალიფაკაციის ასამაღლებლად მივიდა:

„ბრწყინვალე ტრენინგი იყო. ბოლო თვეებია ასეთ ტრენინგს არც დავსწრებივარ. ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე პირადად ძალიან გამიხარდა ის რომ ჩაერთო, მაგრამ მას პოლიტიკური განცხადებები იქ არ გაუკეთებია, უბრალოდ თქვა, რომ ასეთი ტრენინგები საჭიროა, რაც მართლაც ასეა. არ ვიცი რატომ გონიათ ეს მასწავლებლები ასე მარტივად სამართავი და რატომ გონიათ, რომ ყურით დავყავართ ვიღაცეებს“, - განაცხადა ნინო ვეკუამ.

მისგან განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის ჩართვის შესახებ ინფორმაცი არ ჰაქონდა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა. მან „ლაივპრესს“ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ტრენინგზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მივიდა, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა კი მისთვის სასარგებლო ამ მხრივ არ ყოფილა:

„სიმართლე, რომ გითხრათ, აი ნამდვილად არ მესიამოვნა, რომ გამოჩნდა. რომ მცოდნოდა ის ჩარეთვებოდა მე იქ არ წავიდოდი. ჩვენ გვითხრეს, რომ იქნებოდა განხილული ყველა ის მასალა რაც იყო იანვრის ტესტებში. ჩემთვის არ ჰაქონდა მნიშვნელობა ვინ ატარებდა, მთავარი იყო ტრენინგი ყოფილიყო. საიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ მე იქ ვიყავი, არ ვიცი. იქ არ მომხდარა ანკეტის შევსებაც კი, და არც სახელი და გვარი დაგვისახელებია“, - აცხადებს პედაგოგი.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია აცხადებს, რომ მას ტრენინგის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ყველა ტრენინგი კარგია, თუ მას მართლაც ტრენინგის ფორმა აქვს, მაგრამ თუ მას სხვა რამისთვის იყენებენ, ამას ნამდვილად ვერ მივესალმებით“, - განაცხადა კახაბერ ფარცვანიამ.

ის არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს პედაგოგები ტრენინგ-კურსების სიმცირეს განიცდიან. მისი სიტყვებით, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ აბსოლიტურად ყველა საგნობრივი ჯგუფისთვის ატარებს ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდში ახლაც მიმდინარეობს სამი საგნობრივი ტრენინგი.

საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები სხვადასხვა საგნებში 8 ივლისს იწყება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.