საზოგადოება
აქციების და ურთიერთბრალდებების კვირა ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print
მთელი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მიგებით დაიწყო. ყვავილებით შეამკეს ზუგდიდშიც მარიამ ქუთელიას საფლავი. ის სტიქიის ერთ-ერთი მსხვერპლია. საერთო ჯამში კი ვერეს ხეობაში მომხდარს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. 2015 წლის ტრაგიკული 13 ივნისის ერთი წლის თავზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი ერთჯერადად 100 ათასლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო შემდეგ, ყოველთვიურად, - 1000-ლარიან შემწეობას.

ორშაბათს ზუგდიდში საპროტესტო აქციები განაახლეს მუშებმა, რომლებმაც ქალაქის ტროტუარებზე ფილები იანვარში დააგეს, თუმცა სანაცვლოდ ხელფასი ჯერ არ მიუღიათ. მერიაში ირწმუნებიან, რომ მუშების ხელფასისთვის საჭირო თანხა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაურიცხეს, ამ კომპანიაში კი განმარტავენ, რომ მათ თავისმხრივ თანხა ქვეკოტრაკტორ კომპანია „ამი 2014“ მისცეს, რომელის დირექტორმაც თანხები მიითვისა და მიიმალა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად ადგილი აქვს კორუფციულ სქმას, რომელშიც ვიცე-მერია ჩართული. მუშების სახელფასო დავალიანების საქმეს პროკურატურა იძიებს.

საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდის მერიასთან 17 ივნისსაც. აქ შეკრებილმა ახალგაზრდებმა ქვეყნის „ნარკოპოლიტიკა“ გააპროტესტეს.

მუშების და ახალგაზრდების გარდა ამ კვირაში პროტესი სხვებმაც გამოთქვეს. წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუს მცხოვრებლებმა სამი საათით ცენტრალური გზა გადაკეტეს სოფელში გზის შეკეთების მოთხოვნით. აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა და მას შემდეგ დაიშალა რაც მისმა მონაწილეებმა მოთხოვნის შესრულების პირობა მიიღეს.

კიდევ ერთი - განსხვავებული აქციით გამოირჩეოდა ეს კვირა. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ 15 ივნისს ახალგაზრდების ინიციატივით აფხაზურად მისალმების აქცია „მშიბზია“ დაიწყო. ის აფხაზებთან მეგობრული ურთოერთობის აღდგენას ისახავს და მასში უკვე ჩაერთო ასობით მოქალაქე.

კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის არის 13-14 ივნისს ჟენევაში გამართული საერთაშორისო დოსკუსიების მორიგი, 36-ე რაუნდი. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ განხილვის მთავარ საკითხად გიგა ოთხოზორიას მკვლელობა დააყენა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ღირებული ინფორმაცია არ გააჩნდათ.

ეს კვირა გამოირჩეოდა საქართველოს პრემირ-მინისტრის ვიზიტით გერმანიაში სადაც ის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას, თუმცა საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების მიღება ბერლინს მხოლოდ თავის დასაზღვევად გამიზნული „სწრაფი შეჩერების მექანიზმის“ დამტკიცების შემდეგ წარმოუდგენია – ამ შინაარსის განმარტებები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გააკეთა 15 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამ კვირაში მწვავე ბრალდებების ფონზე მოხდა„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ახალი ხელმძრვანელის დანიშვნა. ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გოგიტა ბიგვავამ განაცხადა, რომ პარტიის ოფისი პროტესტის ნიშნად დაიშალა, რადგან საარჩევნო შტაბის უფროსად „მედროვე“ და პოლიტიკურად არამყარი ადამიანი, გონერ პაპავა დაინიშნა. მისი განცხადება უარყო პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა აჩბამ. მან განმარტა, რომ პარტია არ დაშლილა, უბრალოდ ცუდი მუშაობის გამო გოგიტა ბიგვავა და რამდენიმე თანამშრომელი თავად დაითხოვეს.

მწვავე ბრალდებების მოსმენა მოუწიათ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც. პარტიის წევრებმა სოფელ ნაცატუს ბაღის გამგის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადგილობრივ ხელისუფლებას დასდეს ბრალი, რაც ადგილზე თავად ყოფილმა გამგემ, ირმა ნაჭყებიამ დაასტურა. ბრალდებების საპასუხოდ გამგეობაში განმარტეს, რომ ბაღის გამგის გათავისუფლები მიზეზი იქ აღმოჩენილი ჰიგიენური ნორმების დარღვევა გახდა. გამგეობამ გაასაჯაროვა ფოტომასალა სადაც ჩანს მღრღნელებისგან დაზიანებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები.

კვირის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ანაკლიაში მომხდარი ავტოსაგზაო შეთხვევა, სადაც მონაწილე პირი ანაკლიის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი იყო. 17 ივნისს პაპუნა დიდიშვილი დედა-შვილს დაეჯახა. შედეგად დედამ, 22 წლის ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ამდრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ანაკლიის პოლიციის უფროსმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. მიმდინარეობს ძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.

ამ კვირაში შს სამინისტრომ ზუგდიდში 10 ივნისს მომხდარი „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ.

მიმდინარე კვირის პოლიზიკური მოვლენების სიაში მოხვდა ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნა. ის 28 წლის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და რეკონსტრუქციას საჭიროებდა. შენობის რეკონტრუქციისთვის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.
პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ კულტურული ღონისძიებებით დასრულდა მიმდინარე კვირა. ქართველმა მწერლებმა და მეცნიერებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების გზებსა და კულტურული დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რუხის ციხეში გაიმართა კონცერტი და გამოფენა. პროექტის ფარგლებში „ჩრდილების თეატრმა“ წარმოდგენა გამართა ზუგდიდში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.