საზოგადოება
ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ მომავალი [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
პროგრამა ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ 2013 წლიდან ხორციელდება. მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიების საშუალებით, საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები 14-18 წლოვანების ახალგაზრდების აქტიური დასვენება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

„მომავლის ბანაკამდე“ თითქმის იდენტური შინაარსის, ამოცანების, მიზნების პროგრამა, მხოლოდ სხვა სახელწოდებით და ოდნავ შეცვლილი კონტენტით - „პატრიოტთა ბანაკი“, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს შემოიღო. პროგრამის პირველ ვარიანტში ერთ-ერთ მიზნად ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაც იყო მითითებული. მასში 15-დან 23 წლამდე წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდები მონაწილეობდნენ რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებლები ქართული სათვისტომოებიდან. 2010 წელს პროგრამაში უცხო ქვეყნების ახალგაზრდებიც ჩაერთნენ.
„პატრიოტთა ბანაკი“ 2008 წლის 17 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა გადაწვეს. ის ერთი წლის თავზე აღდგა, რისთვისაც მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.

ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბანაკმა ახალი სახელწოდებით - „ანაკლიის მომავლის ბანაკი“ განაგრძო ფუნქციონირება. პროგრამას მთავრობის განკარგულებით სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს.

„მომავლის ბანაკში“ 2013 წლიდან ამ დრომდე 7 776-მა ბენეფიციარმა დაისვენა. მასში მონაწილეობის მსურველთა სიას განათლების და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს. კრიტერიუმებია მაღალი აკადემიური მოსწრება. მათ შორის უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულებს. საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარდა „მომავლის ბანაკს“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ყოველწლიურად 144 ქართველიც სტუმრობს.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამების და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეა ყიფშიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ყოველწლიურად ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ გალიდან 50 მოზარდსაც მასპინძლობს, რომელთა შორის ეთნიკური აფხაზებიც არიან. მისი თქმით, ამ პროცესს რაიმე ტიპის სირთულეები თან არ ახლდა. ერთადერთი, გარკვეული სახის ცნობებს, როგორიცაა ჯანმრთელობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, წინასწარ გადმოგზავნის ნაცვლად ზოგიერთი მათგანი ადგილზე წარმოადგენს.

პროექტში ჩართული ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებულია სპეციალურად შემუშავებული მოდულები - როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის და საქართველოს ისტორიის შესახებ. ასევე სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები კი მოზარდებს სამაშველო ღონისძიებების გატარებას და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნებას ასწავლიან.

ტრენინგებს ასევე მართავს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტი.

ანაკლიაში პორტის მშენებლობის შემდგომ შეიცვლის თუ არა ადგილმდებარეობას „მომავლის ბანაკი“, ამ ეტაპზე უცნობია:

„დიდი ხანია ამ საკითხზე მიდის მსჯელობა. ასე ამბობდნენ შარშანაც და წელსაც, თუმცა ამის მიუხედავად, „მომავლის ბანაკმა“ ბენეფიციარებს 2015 წელსაც უმასპინძლა და დღესაც სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ჩვენთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, - გვითხრა თეა ყიფშიძემ.

წელს ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ რვა ეტაპად ჯამში 2 304 მოზარდს მიიღებს, დღეს კი ის მეორე ნაკადის დამსვენებლებს მასპინძლობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.