საზოგადოება
პოლიტიკური ბრალდებების, გალის შეხვედრის, ოლიმპიადის და Gem Fest-ის სამზადისის კვირა
FaceBook Twitter
E-mail Print
გასული ერთი კვირა პოლიტიკური პარტიების გააქტიურებით დაიწყო. პარლამენტის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე იგრძნობა ზუგდიდში. გახშირდა ოპოზიციური პარტიების ბრიფინგები სადაც ისინი ძირითადად მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.

მაგალითად „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ, რომელიც ოთხმა წევრმა დატოვა, ბრალდებებს ადგილობრი ხელისუფლებას უყენებს. 5 აგვისტოს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათ წევრებზე, როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს თანამშრომლებზე არის ზეწოლა, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას მხრიდან. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ როცა გამგეობაში გამგეობაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, მათი პარტიის წევრები დაიბარეს და უთხრეს, თუკი ისინი არ დატოვებდნენ „რესპუბლიკელებს“, მათ ამ პროცესისას გაათავისუფლებდნენ.

თავის მხრივ, ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ უკვე ყოფილმა წევრმა თემურ მარკოზიამ კი უარყო მასზე ზეწოლა, სხვა სახის კომენტარზე კი უარი თქვა.

ბრალდებები ადილობრივი ხელისუფლების ამჯერად მერიის მისამართით ჰქონდა სხვა პოლიტიკურ პარტიასაც. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან“, ირაკლი ჩიქოვანმა მერია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. საუბარია ქალაქის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად საიმიჯო ვიდეორგოლის მოამზადების მიზნით მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ მასალის სამიზნე აუდიტორიას ადგილობრივი ელექტორატი წარმოადგენს და სინამდვილეში მას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ოფიციალურად გაცხადებულ მიზნებთან.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება საიმიჯო ვიდეორგოლი, ზუგდიდის ტურისტული პოტენციალის წამოწევისთვის. მასში გადმოცემული იქნება ქალაქის ისტორია, მისი კულტურული ცხოვრება მე-13-ე მე-14-ე საუკუნეებში, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, როგორც ქართულ-ევროპული ურთიერთობის საგანძური, ბოტანიკური ბაღი და მისი მნიშვნელობა.

გასული კვირა გამოირჩეოდა გალში კვლავ გამართული შერეული შეხვედრით სადაც გაგრძელდა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე აფხაზეთის დე ფაქტო მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის განხილვა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის მათთვის გადმოცემა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები „გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების“ შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე. უწყებისგან განსხვავებით, დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი ლალი ბასარია ქმრის გათავისუფლებას დღეს ელოდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამ მიზეზით ენგურის ხიდზე მცირე ინცდენტი მოხდა, როცა ბასარია გალის შეხვედრების მონაწილე თბილისის დელეგაციას დაუპირისპირდა და ის უმოქმედობასა და არაეფექტურ მუშაობაშიდაადანაშაულა.
პოლიტიკური მოვლენების პარალელურად გასულ კვირაში აქტიური სამზაისი დაიწყო ანაკლია-განმუხურის ელექტრონული ფესტივალისთვის. GEM FEST-ის სამზადისს 6 აგვისტოს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ ფესტივალი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას. ფესტივალის დაფუძნებელმა გიორგი სიგუამ კი აღნიშნა, რომ ღონისძიების ხანგრძლივობა 2017 წლიდან ერთი თვე იქნება. მიზეზი მისი თქმით ვიზიტორების რაოდენობის შარშანდელთან შედარებით საგრძნობი ზრდაა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 9-დან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენაა ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 36-ე ოლიმპიური თამაშების გაიხსნა. რიო 2016-ში მონაწილე 206 ქვეყანას შორის არის საქართველოც.
ოლიმპიადების ისტორიაში წელს პირველად, საქართველო მსოფლიოს წინაშე რეკორდული მაჩვენებლით, 40 სპორტსმენით, წარდგება და მონაწილეობას მიიღებს 13 სახეობაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.